"ხვიჩას მივწერე და ვუთხარი, რომ... "აიაქსს" ვეუბნებოდი, იყიდეთ-მეთქი და მიპასუხეს..." - შოთა არველაძე "კვარაზე" და მის მომავალზე

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა და "ჰალის" ყოფილმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა "საფეხბურთო ტაიმაუტის" პირდაპირ ეთერში, სხვადასხვა საკითხებზე, სამომავლო გეგმებზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლიზე" ისაუბრა.

არველაძის თქმით, ინგლისში მუშაობით დიდი გამოცდილება მიიღო და "ვეფხვები" ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დატოვა.

"უცნაურია, სეზონი კარგად დავიწყეთ, აგვისტოს თვის საუკეთესო მწვრთნელი გავხდი და 15 სექტემბერს პოსტი დავტოვე, რაც ხელმძღვანელობასთან გაუგებრობის გამო მოხდა. ძალიან განვიცადე, მათ ღიად ვუთხარი, რომ მსგავს დამოკიდებულებას არ ვიმსახურებდი. მაქსიმალურად ვეცდები, რომ ინგლისში სამუშაოდ კიდევ მოვხვდე, რადგან არაჩვეულებრივი გარემო და პირობებია.

შოთის თქმით,
"ნაპოლი" ამჟამად იტალიაში საუკეთესო გუნდია.

"ნაპოლის" თამაშებს ხვიჩას გადასვლამდე ხშირად არ ვუყურებდი. "პარტენოპეი" არამხოლოდ კარგმა შემტევებმა, არამედ გამორჩეულმა მცველებმაც დატოვეს და ხელმძღვანელობამ ახალი გუნდის შენება დაიწყო. ფეხბურთელები მოედანზე ერთმანეთს ადვილად უგებენ, რაც მათი სათამაშო კლასის დამსახურებაა. გვარდიოლადან დაწყებული კლოპით დამთავრებული, ყველა "ნაპოლიზე" საუბრობს, უდავოა, რომ დღეს იტალიაში საუკეთესოები არიან.

ხვიჩას თამაშის განსაკუთრებული სტილი აქვს, მეც თავდამსხმელი ვიყავი, მაგრამ ასე ხმალამოღებული, კარის ხაზზე დაგეშილი მოთამაშე, ძალიან ცოტა მინახავს. არ მახსოვს, არცერთი პოზიცია, სადაც ბურთს იღებდა და კარის ხაზს არ უყურებდა. არაჩვეულებრივი ორიენტაცია აქვს, ფიზიკურ მონაცემებზე აღარაფერს ვიტყვი, თამაშის წაკითხვა, პასი... სხვათაშორის, ევროპაში გუნდურობა ძალიან ფასობს, როცა პირველი გადაცემა გააკეთა მივწერე, "იცოდე, გოლის გატანა ყველას უყვარს, მაგრამ ასეთ დონეზე პასი უფრო ფასობს მეთქი". რა თქმა უნდა, ამას თავადაც ხვდება.

"აიაქსის" ხელმძღვანელობას ვეუბნებოდი, რომ ხვიჩა ბრილიანტი იყო და მისი ხელიდან გაშვება ასე არ შეიძლებოდა, თუმცა პასუხად მივიღე, რომ 9-10 მილიონი მასში ზედმეტად ბევრი იყო.

გამოცდილმა სპეციალისტმა ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების შანსებიც შეაფასა.

ვილი სანიოლმა შეძლო და სისტემა ჩამოაყალიბა, გასაგებია, რომ ძლიერი მეტოქეები გვყავს, მაგრამ შოტლანდიასთან და ნორვეგიასთან თამაში უნდა შეგვეძლოს, ესპანეთის ნაკრებში თაობათა ცვლა მიმდინარეობს, ეს აღარაა ის ესპანეთი, რომლისთვისაც ბურთის ართმევაც დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი კარგად დაგვანახებს, თუ რა დონეზე ვართ" - განაცხადა არველაძემ.

alt"ეს მისი სამყაროა და თამაშის დროს ამიტომაც არის ასეთი" - შოთა არველაძე ხვიჩაზე

altშოთა არველაძე: "ჰალ სიტიმ" ერთ-ერთი მთავარი ოცნების ახდენის შესაძლებლობა მომცა

alt"ეს აქვს, რაც გვაოცებს" - შოთა არველაძე ხვიჩაზე საუბრობს

altშოთა არველაძე ხვიჩა კვარაცხელიას დუბლს გამოეხმაურა

მკითხველის კომენტარები / 13 /
ძაღლი შინ არ ვარგოდა სანადიროდ გარბოდაო...კვარაცხელიას ნუ ააცდენთ გზას,რამე რომ შეგძლებოდათ საქართველოს რაიმე საპრიზოზე გაიყვანდით!!!
ჯანი მორანო
21:03 15-11-2022
1
Ამას რა აწვალებს ნეტავ?აშკარად რაღაც აწუხებს.შეეშვი ძმაო ხვიჩას და თავს მიხედე.წავიდა ის დრო ნაკრების შემადგენლობას რო შენ ადგენდი და ამის გამო რო დაღუპე ის თაობა.იმ ნაკრებიდან 4 კაცის გარდა დანახვა არ უნდა შენი არავის
ბაბუაწვერა
19:42 06-11-2022
4

სიახლეები პოპულარული