"სირცხვილია! კუპატაძის ბრალია ყველაფერი?! 30 წელია რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, სანამ არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს..." - ლევან სალუქვაძე ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლას ეხმაურება

AutoSharing Option
Crystalsport-ის youtube არხზე "საგოლე გადაცემის" სტუმარი სპორტული ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე გახლდათ, რომელმაც ქართული კლუბების ევროსარბიელზე დაფიქსირებულ შედეგზე ისაუბრა:

"მოდი ასე ვთქვათ... ჩვენს ქვეყანაში არ არის ჯერ ის შემოსული, რომ მე რადგან თბილისის "დინამოს" გულშემატკივარი ვარ, ბათუმს ან სხვა გუნდებს არ უნდა ვუქომაგო და მათი წარმატება არ უნდა მიხაროდეს...

ცოდვა გამხელილი სჯობს და შესაძლოა, ჩემთვის გია გეგუჩაძე სასურველ მწვრთნელთა კატეგორიაში არ იყოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე დავაფასე მისი მუშაობა და რამდენჯერმე წარმატებაც ვუსურვე. ნამდვილად გამიხარდებოდა, რომ კიდევ ერთხელ ჯგუფში შესულიყო...

ერთ
წრეზე ვტრიალებთ... ესე იყო ბადრი პატარკაციშვილის "დინამო", ესე იყო ფიფიას "დინამო", "ამერი" და კიდევ რამდენი გუნდი ჩამოვთვალო...

ვიღაცას თანხის გადახდა უნდოდა და მერე უცბად ამის სურვილი უქრებათ... სულ ვამბობთ, რომ დასანანია, აი აქ, რომ ეს გაგვეკეთებინა, იქ, რომ ის მომხდარიყო... ვტრიალებთ ერთ წრეზე... სირცხვილია რა... გადახედეთ ერთი, რა გუნდებია დარჩენილი ევროტურნირებზე უნდა ამომეწერა და წამომეღო, მაგრამ ისეთი გუნდებია, სახელები ვერ დავიმახსოვრე...

ისლანდიური და მალტის გუნდები რამდენი არიან გასულები?! - არ გადამრიოთ, ყველამ ჩვენზე უკეთ იცის თამაში?! არავინ არ მითხრას კიდე ცხოვრების დონე და ა.შ...სამხრეთ ამერიკული კლუბი ეხლა ვერ მოუგებს ამ გუნდებს? ვენესუელის გუნდი სადაც დაიჭერს, იქ მოუგებს მაგათ.

გვიჭირს ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები... სულ რაღაც სხვა ფაქტორებს ვეძებთ... იქ მსაჯი, ამინდი, არ გაგვიმართლა... ეხლა რაღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კუპატაძის ბრალია ყველაფერი?!

ვერავინ დამაბრალებს, რომ სადმე კუპატაძეს ვლობირებდი... პირიქით, სულ ვკითხულობდი, ნაკრების მესამე მეკარე სულ ეს ბიჭი, რომ არის-თქო, სხვას არ უნდა მიეცეს შანსიო?! ღმერთმა გაუმარჯოს ლაზარეს და უდიდეს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ვერავინ ვერ დამწამებს, რომ კუპატაძის გამო ვამბობ ამას.

ცოტა უხერხული არ არის, რომ წაგებული თამაშის მერე 1 კვირაში ბიჭი გააგდო გუნდიდან? გავიგე, რომ იქ ლამაზად ეწერა, რომ ორმხირივი შეთანხმების საფუძველზე წავიდა და რაღაც...

კარიუსს და ვალდილ პერესს რა აქვთ გაკეთებული? - სიმენსმა თასების მფლობელთა თასების ფინალში მაროკოელმა ფეხბურთელმა მაროკოდან, ცენტრის იქიდან, მსაჯს, რომ უკვე სასტვენი ჰქონდა ჩადებული და დასამთავრებლად ემზადებოდა, დაურტყა და ისე გაუტანა გოლი...

და მერე რა ქნეს, გააგდეს?! ვისწავლოთ ცოტა რაღაცეები... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ბიჭი ყოფილა ყველაფრის თავი და თავი. 

კი მარა, კუთხურზე თუ არ იდგა კარში, დაეძახა ვისმეს - კაპიტანს, მწვრთნელს, ან წინა ძელთან კაცი რო არ იდგა ისიც კუპატაძის ბრალია?!

გუნდია რა, გუნდმა წააგო ეს თამაში... რაღაცა ცუდი ჭორებიც მოვისმინე ლაზარეს წასვლაზე და მსგავსი სიბინძურეების გაგება არც კი მინდა.

ვფიქრობ, სანამ გლობალურად არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს და არ შეგვეშინდება ჩვენი შეცდომების დანახვის, მანამდე წარმატება ვერ გვექნება.

ფაქტია, 30 წელი რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. მოვა ვიღაც სხვა, ფულიანი კაცი, გადაჯგუფდებიან გადმოჯგუფებიან და მერე დავიწყებთ ილუზიებს... გამოვა მერე "პარტიზანი" და "ლოკომოტივი" და ვიტიროთ, რომ აი ცარიელ კარში ავაცილეთ და ა.შ... არ დავიღალეთ ამით?!

ცოტა უფრო გაუმჯობესებულად კი არ არის მუშაობა საჭირო, რადიკარულად სულ სხვანაირად არის მუშაობა საჭირო.

ერთ მაგალითს მოვიყვან... რინატ ახმეტოვი იცის ყველამ, "შახტიორი" მისი გაკეთებულია და 25 მილიონი ჩადო ფეხბურთში, თუმცა ვერც ევროტურნირებზე შედიოდნენ და ვერაფერი...

მერე ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტმა ჰკითხა, ალბათ, ნანობთ, ამდენი ფული რომ ჩადეთო... კი არ ვნანობ, იდიოტი ვარ, 50 უნდა დამერხარჯა, წარმატებისთვის რო მიმეღწიაო, გაისად დავხარჯავ და ევროსარბიელზე შევალთო...

მართლაც დახარჯა - უეფას თასიც აიღო, სტადიონიც ააშენა და "შახტიორი" ახლა საფეხბურთო რუქაზე, რომ არის მისი დამსახურებაა. 

ანუ, რისი თქმა მინდა... ჩვენ ის უნდა დავინახოთ, რომ განა ეს წარუმატებლობა მეკარის, მცველის, ან ვინმე "აუტჩიკის" ბრალია, საერთოდ ყველას ბრალია, რადგან საქმეს არასწორად ვაკეთებთ...

გვგონია, რომ ეს საკმარისია და შედეგს ველოდებით, რომელიც არ დადგება. ვინ არის ბრატისლავის "სლოვანი"?! დაიწყეს, ასეთი გუნდია, ისეთი გუნდია... თუ არ გაქვს ამბიცია, რომ "სლოვანს" მოუგო და შემდეგ ეტაპზე გახვიდე, საერთოდ რატომ მოდიხარ და რისთვის დებ ფეხბურთში ფულს?!

ამ საქმეს რომ იწყებ, "იანგ ბოიზის", "ზალცბურგის", და ეგეთი გუნდების მოგება უნდა გინდოდეს, ისე ვერ შეხვალ ევროტურნირებზე, ან თუ შეხვალ რა გესაქმება?!.

ვერ მივდივართ სწორი გზით ხალხო... გაისადაც იგივე იქნება და მე ეს უკვე გამოვლილი მაქვს", - ამბობს სალუქვაძე.
მკითხველის კომენტარები / 48 /
როცა კობიაშვილი გყავდა მოწვეული და დავარცხნილ კითხვებს უსვამდი მაშინ უნდა გეთქვა ეგ ყველაფერი.
როკო
11 აგვისტო 2022 18:24
8
აბა ვინაა შუაში?! მასე, კლუბებისთვის ფულის დარიგებაც არაა ფედერაციის საქმე, მაგრამ კი ურიგებს ჯიგრულ პონტში. შედეგი? პაიდე გაგდებს უკვე.
SS-ს
12 აგვისტო 2022 09:56
0
კლუბების წარმატება არ წარმატებასთან რა კავშირია კობიაშვილი? კლუბის მფლობელია,სპორტული დირექტორი თუ მწვრთნელი
SS
11 აგვისტო 2022 20:10
3
ხან ერთს ამბობს ხან მეორეს, გარტყმაში არ არის ფეხურთის. საერთოდ ამას რატომ უსმენენ მაგასაც ვერ ვხვდები, საბჭოთა საიუზია რომ აზროვნებით და დამოუკიდბელად აზროვებას რომ გადაჩვეულია ხალხი მაგის ბრალია.
dato
11 აგვისტო 2022 17:01
14
Ეგ რაც ეხლა შენა თქვი დიდი ხანია ჩვენ ვიცით უბრალო ხალხმა.შენ ახალი თქვი რამე,ახალი ჯიგარო.უშენოდაც კარგად ვიცით რო სულ ერთ წრეზე ვტრიალებთ-გამოვლენ გუნდები, პირველივე წრიდან გამოვარდებიან და გამოხვალ მერე შენ და იძახი იმას რაც ეხლა თქვი.ყველას იქით მიგყავთ საუბარი რო მეტი ფული ჩაიდოს ფეხბურთშიო. Ასე რო იძახით მე ვფიქრობ თქვენ ის გაინტერესებს რო მეტი ფული მოიტეხოს და სხვა არაფერი.
Სახელმწიფომ მეტი ფულით კი არ უნდა დააფინანსოს გუნდები,ისიც უნდა მოუხსნას რასაც აძლევს.სულაც არა მაქ სურვილი ამ პლანაქეშებს ჩემი გადასახადებიდან აფინანსებდნენ.
Გუნდები კი არ უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ,საფეხბურთო აკადემიები უნდა დააფინანსოს რო ბავშვებმა ღარიბი ოჯახებიდან ივარჯიშონ ფეხბურთზე და აკონტროლოს ფინანსები ისე როგორც კონტროლდება რაგბში.
Აბა მერე ნახეთ რა თაობა წამოვა.სპორტში წარმატებას ახწევენ ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან. Მეტი ,,დუხი" აქვთ იმიტომ!!! Არა გჯერათ? Ალილო და ხვალეო...
jordan beli
11 აგვისტო 2022 16:53
1
შესაძლებელია საქართველოში კარგი გუნდის გაკეთება, გაცილებით ადვილი და იაფია ვიდრე აზერბაიჯანში და სომხეთში. უბრალოდ თავი ხომ მოგვაქვს ძაან მაგრებად და ერთი გუნდი ვერ შევქმენით რომელიც ამ კონფერენს ლიგაზე რომ მაინც ითამაშოს. სირცხვილი ჩვენ, უკუდო ამპარტავნები! ბოლო ათი წელი რომელი ქვეყნის გუნდი ვერ მოხვდა ევროტურნირებზე კიდე, ძაან საინტერესოა
ზურა
11 აგვისტო 2022 16:46
0
ყველაფერი კუპატაძის ბრალი ნამდვილად არ არის, ამაზე უარესი შეცდომებიც დაუშვიათ უფრო გამოცდილ მეკარეებს, მაგრამ კუთხურიდან რომ გაგიტანენ გოლს მეკარის ბრალი არარის აბა მაყურებლის ბრალია?!
???
11 აგვისტო 2022 16:32
4
აბსოლიტურად ყველაფერში მართლია ლევან სალუქვაძე. თუმცა მის გადაცემა "ბურთი და მოედანი"-ში ერთიდაიგივე სტუმრები საქართველოს ჩემპიონატის ქებადიდებაში რომ არიან, ჩვენი ჩემპიონატის დონის მომატებაზე რომ საუბრობენ, რატომ არ ეკამათება ლევანი?

ჩემი აზრით საქართველოს ჩემპიონატის ყოველი მომდევნო სეზონი წინაზე დაბალი დონისაა. ნოდარ ახალკაცი უმცროსის დროს მე დავდიოდი ჩემპიონატის თამაშებზე, იმ დროს ქილიკით გუბერნატორების ჩემპიონატს ეძახდნენ, იგივე ადამიანები დღევანდელ დონეზე ხმას რატომ არ იღებენ - ძმაკაცები დაუსაქმეს თუ ოჯახის წევრები?
დააT
11 აგვისტო 2022 15:45
1
როგორი მახინჯი სისტემაც მაშინ იყო, ისეთივე მახინჯი სისტემაა ახლაც. სახელმწიფოს რა ესაქმება კერძო კლუბების ფინანსებთან?! მარა, ვინც მაშინ ყვიროდა, ახლა დაძღა და რატომ ამოიღებს ხმას?! ეს ვეტერანებიც, ვინც ორ კაპიკს გადმოუგდებს, იმას უჭერენ მხარს. ესაა მთავარი პრობლემა და არა კუპატაძის შეცდომა ან ყბადაღებული ბავშვთა ფეხბურთი. სიცრუე, სიყალბე, მაამებლობა, კომფორმიზი ღუპავს ქვეყანას. ლევანსაც და ბიძინასაც, განა არ ესმით?! მაგრამ გადაცემაში მოიყვანენ რომელიმე ფუნქციონერს და მიდის ურთიერთმაამებლური ეპითეტების რახარუხი.
ციციკორე
12 აგვისტო 2022 10:01
0
ლევან!!! საქართველოსი კარგი კლუბის გაკეთება ძალიან ძნელია... თითქმის შეუძლებელია!!!
tngh
11 აგვისტო 2022 15:33
15
კონკრეტული ფეხბურთელი ამინდს ვერ შექმნის, მათ შორის ხვიჩაც. საფეხბურთო მეურნეობა უნდა დაიშალოს და თავიდან აშენდეს, მაგრამ ვინ იზავს ამას?, თავად ხომ არ წავლენ ,,,ბეღელიდან".... სტრუქტურული ცვლელებების გამოცდილება არის ევროპაში და გადმოიღონ რომელიმე -თუგინდ ბიუჯეტური მოდელი,
გუსანი
11 აგვისტო 2022 15:33
1
ლევან, ნუ დაემსგავსები ჩემს მეზობელ ვახო სანაიას!
გელა
11 აგვისტო 2022 15:24
7
ბევრი დაიწერა და ითქვა მაგრამ კუპატაძე რომ იმ მომენტში სხვა პლანეტაზე იყო რად უნდა თქმა მაგას, ტიპს დაავიწყდა რომ მეკარე იყო.
juve
11 აგვისტო 2022 15:13
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული