მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე სლოვაკეთთან 0:4 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა რვავე შეხვედრა წააგო საერთო ანგარიშით 0:54.
საქართველო - სლოვაკეთი 0:4
გოლები: 0:1 ჰმიროვა (1), 0:2 ფიშეროვა (16), 0:3 შუმოვსკა (63), 0:4 ვოიტეკოვა (79)
საქართველო: გაბუნია, პასიკაშვილი, ქველიძე, დანელია, მატვეევა, ჭიჭინაძე (სულაშვილი 56), ჩემინავა, ბებია, ბაქრაძე (წულაია 76), ჭყონია (ეჯიბია 84), კალანდაძე