წლის მოვლენა! კვარაცხელია "მარად პერსპექტიულობის" გარეშე - გოლი 17 წლის შემდეგ...

AutoSharing Option
2022 წელს ქართულმა სპორტმა ბევრი დასამახსოვრებელი მოვლენა აღბეჭდა. მათგან ერთ-ერთი გამორჩეული ის იყო, რომ ქართველმა ფეხბურთელმა უეფას ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე, 17-წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა და ეს ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო. Sportall.ge გთავაზობთ სტატიას, რომელიც 2022 წლის 6 ოქტომბერს გამოქვეყნდა და გავიხსენოთ ის მძაფრი ემოციები, რაც ამ დღის შემდეგ გვქონდა...

ხვიჩა კვარაცხელია სულ რაღაც 4 წლის იყო, როცა ლევან კობიაშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიკი შეასრულა. 17 წელი მართლაც რამდენი დროა, როცა ქართველი ლეგიონერის გოლს უეფას ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ველოდით.

"ეს
კვირტი კიდევ ის კვირტია, რომელიდამაც მშვენიერი და ბრწყინვალე მტევანიც გამოვა და ძაღლყურძენაცა" - წერს ილია ჭავჭავაძე "მგზავრის წერილებში". ხვიჩას ეს გოლი ქართული ფეხბურთისთვის რაღაც ახალი ერის ათვლის წერტილად უნდა იქცეს. კარგად გამოგვდის ეს საქმე, რასაც ფეხბურთის თამაში ჰქვია, აბა, ისე 1981 წელი და თბილისის "დინამო" არ იქნებოდა, არც დავით ყიფიანზე შეიქმნებოდა ლეგენდები. სადღაც "გავიყინეთ" და ახლა მისი "ლღვობა" მნიშვნელოვანი პროცესია.

Sportall.Ge

საქართველო-გიბრალტარის იმ შეხვედრის დროს, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა, გულშემატკივრებს შორის ერთგვარ კამათს წააწყდებოდი, სადაც ერთი ამტკიცებდა, რომ ისინი კვარაცხელიას სახით მომავალ ვარსკვლავს უყურებდნენ, საპასუხოდ კი იმ მოთამაშეთა გვარები ჩამოთვალეს, იმავე დროსა და ასაკში მაშინ თუ ადრე უფრო წარმატებულად რომ მიიჩნეოდნენ. ხვიჩას განვითარება გეგმაზომიერად, ყოველდღიური შრომით, ხასიათის სიმტკიცითა და ფეხბურთის დიდი სიყვარულით მოხდა. მას არ სჭირდებოდა ადრეულ ასაკშივე დითირამბები, ზღვარგადასული ქება და საკუთარი თავის დასამკვიდრებლად არაორდინარული ქმედებები. ყველა მნიშვნელოვან ცვლილებას "კვარა" ბოლომდე ჩამოყალიბებულად შეხვდა. ამიტომაც, ჩვენ ახლა ვარსკვლავობის გზაზე მდგარი ფეხბურთელი გვყავს და არა "მარად პერსპექტიული", რაც ადრე არაერთხელ გვინახავს...

შორს არ წავიდეთ და "აიაქსთან" შეხვედრას დავუბრუნდეთ. კვარაცხელიამ მატჩამდე იცოდა, რომ მის მიერ გოლის გატანაზე დიდი ავანსები იყო გაცემული, ლოგიკა თუ დედუქცია ამას მოითხოვდა. ყველაფერმა ამან ხვიჩა არათუ დაძაბა, რასაც თუნდაც გამოუყენებელი მომენტი დაერთო, არამედ უფრო მოტივირებული გახადა, თითქოს თვალებში ემჩნეოდა - "აქედან მშრალად მაინც არ გავალო". მცირე ტრავმის მიუხედავად, მიზანი შეასრულა და მოედანი დატოვა. ამ დეტალებში ის დამოკიდებულებებია, რაც მას განსხვავებულს ხდის.

Sportall.Ge

უკვე შეთანხმებული ვართ, რომ მხოლოდ ქება მაინც არას გვარგებს. როგორც ჩანს, ამ დონის ინდივიდუალისტების თამაშში მაინც დგება მომენტი, როცა ეპიზოდის დასრულების სურვილი თავად უჩნდებათ. ეს ისაა, რასაც ნეაპოლელთა დამრიგებელი სპალეტი ასე აკრიტიკებს. ხვიჩას მსგავსი ამბავი ჰქონდა და თავადაც გაიაზრა მისი არსი. სამაგიეროდ, დაცვით ფაზასა და საკუთარ კართან სახიფათო სიტუაციების არიდებაში "კვარა" ყველაზე კარგი იყო, რაც კი აქამდე გვინახავს. როცა ანგარიში კომფორტულია, ამ დროს თანამედროვეობის ვარსკვლავებიც, გარკვეულწილად, ივიწყებენ გუნდურობას. ხანდახან ის ფიქრიც მოდის, რომ უკვე დროა, "კვარასაც" მათ მსგავსად "მოეთხოვებოდეს". ისე კი, ქართველი შემტევი, წინა მატჩის მსგავსად, თითქმის ყველა გოლისა და სახიფათო იერიშის მონაწილე იყო.

გარდა ამისა, არსებობს მცირე დეტალები, რაც თუნდაც თანაგუნდელებთან დამოკიდებულებას, მათთან კომუნიკაციას, კარგი და ცუდი ეპიზოდების შესაბამისად მიღებას გულისხმობს. კვარაცხელია აქაც კიდევ უფრო ისაა, ვინც უნდა იყოს.

"ნაპოლი" კი მართლაც აღარ ხუმრობს და ამჟამად ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, დაბალანსებული შემადგენლობითა და გაძლიერების კარგი რესურსით...

შეგახსენებთ, "ნაპოლის" რიგებში წლის ბოლომდე ჩატარებულ მატჩებში, ყველა ტურნირზე ერთად, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 8 გოლი, ამდენივე საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.

alt"კვარაცხელიას ფენომენმა იოლად შეგვახსენა, რომ საფეხბურთო ქვეყანა ვართ" - გიორგი კეკელიძე

მკითხველის კომენტარები / 22 /
ხვიჩამ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა.
ქ. გ.
06 ოქტომბერი 2022 16:24
0
ვაა, კიდე მომინდა კითხვის გაგრძელება, შეჩვევა რომ იცის, ისეთი სტატიებია
არჩილი
06 ოქტომბერი 2022 10:41
0
ხვიჩა ძალიან მიყვარს, ნამდვილი სასწაულია, ჩვენი სიამაყეა, უბრალოდ მინდა ვთხოვო, რომ გოლები ცოტა უფრო სხვანაირად აღნიშნოს, ისე, რომ არავის გაღიზიანებას არ იწვევდეს, არც მეტოქის და არც თანაგუნდელების, ყველას ბოდიში და პირველ რიგში ხვიჩას, თუ რამე ვაწყენინე, მაგრამ ჩემი აზრი გამოვთქვი. ასე მგონია, რომ უფრო დიადი და ღირსეული გამოჩნდება ამ შემთხვევაში.
06 ოქტომბერი 2022 10:59
12
გაღიზიანების რა მოგახსენოთ, მაგრამ მართლა არ უხდება ხვიჩას სხვა ვარსკვლავების მიბაძვა, ხვიჩა ისეთი ძლიერია რომ დროა უკვე სხვებმა მიბაძონ მას, და მადლობა ქართველების გახარებისთვის.
ელგუჯა
06 ოქტომბერი 2022 12:03
0
კონკრეტულად რომელი აღნიშვნა არის მიუღებელი? ყურებზე ხელს რომ იდებს გულშემატკივრისკენ გარბის თუ შეყვარებულს რომ უძღვნის?
რავიცი მე არაფერი მაღიზიანებს, არც აღნიშვნა და არც ჟესტები :)
ვერ ვხვდები სად და რაში იმსახურებს კრიტიკას
!!
06 ოქტომბერი 2022 11:10
5
ყველა გამოხმაურება
ძალიან დახვეწილი სტატიებით ხართ უკვე კვარაზე
ვერის ბაღელი
06 ოქტომბერი 2022 10:12
0
თუ არ ვცდები,ორ მომენტს ედავებიან,როცა პარტყნიორს პასი არ მისცა.აქედან ერთში,დაარტყა,მაგრამ ვერ დაარტყა და მცველს მიუვიდა.მაგ მომენტში,ხვიჩა დასარტყმელ პოზიციაზე გადიოდა და მისმა პარტნიორმა,მის უკან დაიწყო თავისუფალ პოზიციაზე გასვლა.ხვიჩამ იდეალური დასარტყმელი პოზიცია,მაინც ვერ მიიღო და დარტყმის წინა მომენტში,როცა შენიშნა,პარტნიორი გახსნას ცდილობდა,მისკენ სცადა,უკვე დაწყებული დარტყმის,გადაცემად გადაკეთება.შედეგად ვერც დაარტყა,არც პასი გამოუვიდა და ბურთი დაიკარგა.იმ მომენტში ბოდიში მოიხადა,მაგრამ ,მანამდე,პატიოსნად ხომ სცადა პასის გაკეთება და ესეც დასაფასებელია
სოსო
06 ოქტომბერი 2022 13:57
0
საღოლ ძმაო დაგიფასდება
გულშემატკივარი
06 ოქტომბერი 2022 11:01
0
მაგან გოლები იყანოს ბევრი და თუ უნდა ბრეიქ დანსი იცეკვოს ყურებით
გოლები
06 ოქტომბერი 2022 12:39
2
მიეცით კვარას უფლება გოლები აღნიშნოს ისე როგორც მას გაუსწორდება, ტურები ლომს სტოიკას და ღრიალს ასწავლიან? ვავა, ვავა, ვავა. ხვიჩა გამოიცვალე პასპორტი, ესენი არ გაგახარებენ
ფეოლა
06 ოქტომბერი 2022 21:30
23
პასპორტის გამოცვლაში ვერ დაგეთანხმები ჯიმა მაგრამ "ესენი არ გაგახარებენ" ამაში კი. სამწუხაროა მაგრამ "ესენი" ძალიან მომრავლდნენ (არ ვამბობ ადრე არ იყო ეგრე) ამ ქვეყანაში დივანზე წამოგორებული მთქნარებით ყბა ახეული "პატრიოტები" შხამი და გესლის მეტი რომ არ გადმოდით ს.ღრუდან. ამათი გაბოროტებული .....
ქართველი
03 ივლისი 2023 12:32
0
არა,
დაახატა ზურგზე ბურთი?
თენგო
06 ოქტომბერი 2022 12:24
0
აუ რა წაიღეთ ბიჯო ტვინი ამ ხვიჩათი! ივერია გაბრწყინდება, რადგან ქვეყანას ხვიჩა ყავს
1212
07 ოქტომბერი 2022 08:26
91
დიახაც რომ გაბრწყინდება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას სააკა და მისი ვითომ და მხარდამჭერები ყავს. ამიტომ არ დაიქცევა მათი უდიდესი მცდელობის მიუხედავად! და გაბრწყინდება, იმიტომ რომ ხვიჩა ყავს, ტალახაძე ყავს, ბექაური ყავს... დაბეჭდეთ!!!
alexandre
27 დეკემბერი 2022 11:39
0
შეგახსენებ, რომ ზახარიანი ფიქრობს მოქალაქეობის შეცვლაზე, რათა ჩელსისში წავიდეს. გიხაროდენ!...
ბ. დილანიშვილი
26 დეკემბერი 2022 11:14
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული