ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" "ბაზელთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეოთხე ტურში „სლოვანს“ საკუთარ მოედანზე „ბაზელთან“ ფრით დაკმაყოფილება მოუწია - 3:3.

სლოვაკური გუნდის მწვრთნელმა ვაისმა შვეიცარიაში გამარჯვების (2:0) შემდეგ ჩემპიონატზე „ტრენჩინთან“ მატჩში წამყვანი ფეხბურთელები დაასვენა და 0:4 დამარცხდნენ, დღეს კი ყველა და მათ შორის, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში დააყენა და სამივე შეუცვლელად ათამაშა.

„სლოვანმა“ ბურთის დაჭერა და უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლო, სტუმრებმა კი 29-ე წუთზე პენალტით მოახერხეს დაწინაურება. მასპინძლებმა პირველი მომენტი 43-ე წუთზე შექმნეს, როდესაც ჩაკვეტაძის შორიდან ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. ზედ შესვენებაზე
გასვლის წინ კუცკამ გიორგის გადაცემული ბურთი მიიღო, საჯარიმოში წააქციეს და თერთმეტმეტრიანით ანგარიში ვაისმა გაათანაბრა.

მეორე ტაიმი ბრატისლაველებმა აქტიურად დაიწყეს. ჯერ ჩაკვეტაძის პასით კუცკამ გაიტანა, შემდეგ კი სალვის კარი ჩავრიჩმა დალაშქრა. ამის მერე „სლოვანმა“ უკან დაიხია და დაისაჯა კიდეც - შეცვლაზე შესულმა დიუფმა და ზექირიმ ანგარიში გაათანაბრეს.

„სლოვანი“ H ჯგუფში 5 ქულით მესამე ადგილზეა და 27 ოქტომბერს „პიუნიკს“ უმასპინძლებს. დღეს ამავე ჯგუფში ერთმანეთს „ჟალგირისი“ და „პიუნიკი“ დაუპირისპირდებიან.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“. 20 333 მაყურებელი
სლოვანი - ბაზელი 3:3
გოლები: 0:1 მალესი (29, პენ), 1:1 ვაისი (45+2), 2:1 კუცკა (49), 3:1 ჩავრიჩი (53), 3:2 დიუფი (65)

მკითხველის კომენტარები / 13 /
ძაან მაგარა ითამაშა ჩაკვემ ... გენაცვალე გიოოო მასე მიაწექიი ... კვარას და ერთალიგის ბოლო სასტავს ჩაკვე და კიტე რომ დაემატებიან არ ვიცი ვინ შეგვაჩერებს ... ჯამრთელობა ბიჭებს ...
bejo
14 ოქტომბერი 2022 01:11
3
კარგი იყო გიო. უზუსტესი პასები აკეთა რომელსაც უფრო მაღალი კლასის თანაგუნდელები უკეთ გამოიყენებდნენ. ბურთი პრაქტიკულად არ დაუკარგავს და ორი გოლი შეიძლება ითქვას გააკეთა. ფორმას იბრუნებს აშკარად. იმედია ძველ გიოს მალე ვიხილავთ. სლოვანი საუკეთესო ადგილია მისთვის ფორმის აღსადგენად ჯერჯერობით. მერე კი უკეთესი გუნდიც გამიჩნდება. მთავარია შრომა არ დაიზაროს და ტრამვები აირიდოს
არტ
13 ოქტომბერი 2022 23:03
4
გიო მხეცი ხარ
ilar10N YouTube
14 ოქტომბერი 2022 00:06
3
ფორმაში შედის ჩაკვე ამას შემოვევლე , ეხლა კიდე კიტეს ვუყურებ და ლაციოს წინააღმდეგ გააფთრებული იბრძვის! კვარა ხო კვარაა.... რას მოესწარი დიმო!!! რაც შენ ნაკრების გამო სიმწრის ცრემლები ყლაპე დაგიფასდა , ერთი ასად!!!!!
დიმო
13 ოქტომბერი 2022 23:43
2
ვაისს მადლობა რომჩაკვეს ყველანაირად ხელი შეუწყო ფორმის აღდგენაში, ძველ გუნდში რომ დარჩენილიყო ისევ სათადარიგოში ეყოლებოდათ
ალეკსანდრე
14 ოქტომბერი 2022 09:55
1
უკან დაიხევდა აბა ვაისი რისი ვაისია ;-)
Vaa
14 ოქტომბერი 2022 05:27
1
ვაისს მადლობა რომჩაკვეს ყველანაირად ხელი შეუწყო ფორმის აღდგენაში, ძველ გუნდში რომ დარჩენილიყო ისევ სათადარიგოში ეყოლებოდათ
ალეკსანდრე
14 ოქტომბერი 2022 09:54
0
გიორგი ჩაკვეტაძისგან... მეტს მოველოდი ამ თამაშში. იმედია, მოუმატებს.
tngh
14 ოქტომბერი 2022 14:36
0
ჰოლანის ბიძაშვილი ვინ ყოფილა
https://twitter.com/btsportwwe/status/1580676937944420352
ქ. გ.
14 ოქტომბერი 2022 12:56
0
ეს თუ ფორმაში ჩდგა ეგეც კაი მამაძაღლია და ორი მამაძაღლი გვეყოლება ნაკრებში, პლიუს კიდე ლოჩოშვილი მამარდა და კიტე ნაკრები იფრენს ამ შესარჩევში ბევრს გავამწარებთ და სანახაობრივი ფეხბურთიც გვექნება.
გიორგი
14 ოქტომბერი 2022 12:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული