ევრო 2023 | უეფას წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში

AutoSharing Option
ორდღიანი ვიზიტით საქართველოში ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. უეფას სპეციალური ჯგუფი 21-წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.

უეფას წარმომადგენლები საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე და თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ბოლოს სტუმრები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს, შეხვდნენ. უეფას წარმომადგენელთა მომდევნო ვიზიტი საქართველოში მარტში შედგება.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): "უეფასთან სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში ხშირი კომუნიკაცია გვაქვს. დღეს ისინი აქ იმყოფებიან,
რომ პირადად ნახონ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რაც ქვეყნის მასშტაბით 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში მიმდინარეობს. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ისინი ფლობენ სრულ ინფორმაციას და ახლა ადგილზე ეცნობიან სამუშაოებს. მთავარი პრიორიტეტი არის ინფრასტრუქტურა. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს საორგანიზაციო საკითხები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატს.

მთლიანობაში კმაყოფილები ვართ ჩვენ და კმაყოფილია ასევე დელეგაცია, რომელმაც თავად ნახა სამუშაოები. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად დასრულდება. საორგანიზაციო, ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სპორტული შედეგიც ისეთი იქნება, როგორსაც ჩვენ ვისურვებდით".

გიორგი ციბაძე (მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე): "უეფასთან ყოველკვირეულად გვაქვს ონლაინრეჟიმში კომუნიკაცია. ყველა რგოლს მიეწოდება სრული ინფორმაცია როგორც გეგმა-გრაფიკთან დაკავშირებით, ისე, თუ როგორი ხარისხით და სანდოობით მიმდინარეობს აღნიშნული პროექტის შესრულება. ყველანაირად ვცდილობთ, რომ აქტუალური საკითხები გაცილებით ადრე მოვაგვაროთ და ინფრასტრუქტურის ტესტირება გაცილებით ადრე დავიწყოთ, ვიდრე ეს დაგეგმილია. უეფას წარმომადგენლების ვიზიტის მიზანია, გაიარონ ის კრიტიკული საჭიროებები, რაც ამ ინფრასტრუქტურას გააჩნია, მოგვცენ რეკომენდაცია და რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ სამუშაოების დასრულება".

საქართველო 21-წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს სამი ქალაქის ოთხ სტადიონზე ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის თამაშებს თბილისი, ქუთაისი და ბათუმი უმასპინძლებს. 21-წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ფინალი 8 ივლისს "ბათუმი არენაზე" გაიმართება.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
ფედერაციააააააააა დროზე გაუშვით ის უვიცი სვანაძე და თუ უცხოელი ვერ ხერხდება ვინმე ნორმალური ქართველი მწვრთნელი დანიშნეთ სანამ დროაააა !@@ასეთი შანსი კიდევ როდის გვექნება ვინ იცის და თანავ მაგარი შანსი გვექნება კვარა და სხვებიც რომ დაემატებიან ! და სად გამოჩხრიკეთ ეგ სვანაძე ? რაა ზაურ სვანაძის ძმისშვილობა რამეს ნიშნავს თუ რამე ინდულგენციაა ? @ აი ასე ნაცნობ-მეგობარ-ნათესაობით რომ წყდება ყველაფერი ბოლო 30 წელია ზუსტად მაგიტომ ვართ ამ დღეშიი @@@
zura222
20 იანვარი 2023 22:21
0
მე არ ვიცოდი. ეს თურმე ოლიპიადის შესარჩევი ყოფილა. ამ დროს, ნაკრები ძალიან სუსტად გამოიყურება. ჩემი აზრით ოლიმიადა არის შანსი ნაკრებისთვის. იქ უნდა გავიდეთ. დავაგროვოთ გამოცდილება და მერე უფრო ადვილი იქნება ევროპაზე გასვლა.
როგორ შეიძლებოდა ამ შანსის გაშვება ხელიდან? აუცილებლად უნდა მოეწვიათ უცხოელი მწვრთნელი, ლამის ყოველთვიური შეკრებებით. გაოცებული ვარ, ასეთი ტურნირის მასპინძლობა მოვიპოვეთ და ქუჩის გუნდით ვხვდებით.
ჰაჰა
20 იანვარი 2023 20:37
1
ჩვენთვის წარმატებული ჩემპიონატი ვისურვოთ ყოველმხრივ,-ინფრასტრუქტურული,საორგანიზაციო კუთხითა და, რაღა თქმა უნდა, სპორტულითაც. იმედია,ასეც იქნება.წინ,საქართველო!
კოლხიდელი
20 იანვარი 2023 18:47
0

სიახლეები პოპულარული