უეფაში 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა

AutoSharing Option
უეფაში 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების 2023/24 წლის სეზონის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ბ ლიგის პირველ ჯგუფში იასპარეზებს. ქართველ გოგონებთან ერთად ა ლიგაში გადასასვლელად კოსოვოს, ჩრდილოეთ მაკედონიის და სომხეთის 17-წლამდე ნაკრებები იბრძოლებენ. ა ლიგაში ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი აღზევდება.

ბ ლიგაში ითამაშებს საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები. ჩვენი გუნდი მეხუთე ჯგუფში მოხვდა, სადაც ბულგარეთს, ხორვატიას და ლატვიას დაუპირისპირდება. ა ლიგაში ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი აღზევდება.

საკვავლიფიკაციო ეტაპის მატჩები შემოდგომაზე
გაიმართება. ჯგუფების მასპინძლები და მატჩების ჩატარების ზუსტი თარიღები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
აზრი?!)
გიუშა
02:34 17-06-2023
1

სიახლეები პოპულარული