"დილას" პირველი მატჩი "ვორსკლასთან" პოლონეთში ჩატარდება

AutoSharing Option
"დილამ" კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკური დაკ-ის ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე უკრაინულ "ვორსკლას" დაუპირისპირდება - 27 ივლისს გასვლაზე და 3 აგვისტოს სახლში.

პოლტავურ გუნდს საშინაო შეხვედრის უჟგოროდში ჩატარება უნდოდა, მაგრამ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო ეს შეუძლებელია და "დილას" პოლონეთის ქალაქ ტიხის მიევსკის სახელობის 15-ათასიან სტადიონზე უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, "დილას" მწვრთნელი უკრაინელი ანდრეი დემჩენკოა და გუნდში მისი ორი თანამემამულე თამაშობს - მეკარე ევგენი კუჩერენკო და თავდამსხმელი მიკოლა კოვტალიუკი.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 12 /
ბრავო დილას და ტორპედოს. მფლობელებიდან დაყწებული ფედერაციით დასრულებული უნდა იზრუნონ ეს ორი გუნდი არ დაიშალოს. დაიწყებენ ახლა დინამოები ამ ორი გუნდიდსდ ლიდერების გადაყვანას და შემდეგ წელს რა იქნება? იგივე და იგივე
Nick
03:30 21-07-2023
1
გამოჩნდა უცხოელ მწვრთნელთა მეტი პროფესიონალიზმი ქართველ მწვრთნელებთან შედარებით. დემჩენკო და კინი, გაცილებით კვალიფიცირებულები არიან!
ლაშა
10:15 21-07-2023
0

სიახლეები პოპულარული