ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად "ჰამრუნ სპარტანსთან" 1:2 დამარცხების შემდეგ კომენტარი თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა:
"რთული მატჩი გამოდგა. ეს პირველი თამაში იყო. ვიმედოვნებთ, რომ ამ ყველაფრის გამოსწორებას სახლში შევძლებთ. მარცხის მიზეზებზე საუბარი, ვფიქრობ, არ ღირს, რადგან ბევრი რამ გაანალიზებული არ გვქვს, მაგრამ ვხვდები, რომ პირადად მე ბევრი შეცდომა დავუშვი, რაც თამაშზე აისახა.
ცვლილებების მომენტიც იყო, ბევრი ტრავმა, ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი რამ. სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, მთელი თამაში ჩემი დაგეგმილი იყო და არ გამომივიდა. ამიტომ შეხვედრა დავთმეთ.
ვეცდები, თბილისური მატჩი სხვანაირად დავგეგმო, შემოვაბრუნოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ".
ამ ჭაობში ყველაზე მეტად გამორჩეულ ადამიანს გაუჭირდება, ჯერ რამხელა ზეწოლა ექნება და მერე ყველას გაფუჭებულს იმ ერთს რომ დააბრალებენ.
გულშემატკივარიც აქედან გინების მეტს არაფერს უგზავნის და აღარც ერთ ბავშვს ამ ქვეყანაში ფეხბურთის თამაში აღარ მოუნდება. ერთი მიზეზიც კი არ არის რატომ უნდა მოუნდეს.
ფეხბურთი სიამოვნებას უნდა განიჭებდეს მოთამაშესაც და მაყურებელსაც, ტანჯვა-წამებას კი არ უნდა ჰგავდეს.
1) გადაერქვას დინამოს სახელი, ისევე როგორც დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე იბერია რომ გადაარქვეს ცოტა ხნით და დინამოს დიადი სახელი აღარ შეიბღალოს
2) კაპიტალისტური კონკურენციის პირობებში დინამო ისე დაძაბუნდეს კონკურენტებთან ბრძოლაში, რომ ვეღარ შეძლოს ევროთასებზე გასვლა, როგორც ამას ჩვენი მეზობელი სომხები აკეთებენ.
ერევნის არარატმა 1975 წელს, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში შინ თვით მიუნხენის ბაიერნი დაამარცხა, თუმცა ნახევარფინალში გასვლა ვერ მოახერხა.ამ დონეზე თამაში ვერც ერთმა ქართულმა გუნდმა ვერ მოახერხა; რამდენიმე წლის შემდეგ ლივერპულის გამოგდების შემდეგ, დინამო მერვედფინალში ჰამბურგერ შპორტფერაინმა გააჩერა, არადა, ვისღა ახსოვს დღეს დიდი არარატი, სომხეთის ღირსებას ევროთასებზე სულ სხვა კლუბები იცავენ. არარატ–არმენია ახლადშექმნილი გუნდია.