"აქტობე" ქუთაისში ხვალ, თამაშის დღეს ჩამოფრინდება - ახალი დეტალები ცნობილია

AutoSharing Option
როგორც მოგახსენეთ, ყაზახური "აქტობე" ქუთაისში "ტორპედოსთან" მატჩისთვის რამდენიმე საათის წინ უნდა გამოფრენილიყო, თუმცა ქართული სასაზღვრო მხარე ყაზახურ კლუბს არ აძლევდა თანხმობას, რომ თვითმფრინავი საქართველოში დამჯდარიყო.

"ევროპოპის" ინფორმაციით, ყაზახების ჩარტერული რეისის მიღებაზე საქართველომ უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ ამ ფრენას სანქცირებული ავიაკომპანია ასრულებდა. "ტორპედოს" უშუალო ჩარევის შედეგად, პრობლემა მოგვარდა და "აქტობე" საქართველოში ხვალ, 27 ივლისს ჩამოფრინდება.

რაც შეეხება "აქტობეს" ლეგიონერის, ნიანგბოს საკითხს, ფეხბურთელს დოკუმენტები წესრიგში არ ჰქონდა და ვიზაზე უარი ამიტომ ეთქვა. "ტორპედომ" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, რომ მოთამაშეზე
ქვეყანაში შემოსვლის სამდღიანი საშვი დაეშვათ. საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. 

ქუთაისის "ტორპედო" "აქტობეს" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდება. დუელის პირველი შეხვედრა ქუთაისში, "რამაზ შენგელიაზე" 27 ივლისს გაიმართება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

წყარო: ევროპოპი

alt"აქტობეს" ქართული სასაზღვრო მხარე საქართველოს ტერიტორიაზე დაჯდომის უფლებას არ აძლევს - უცნობია უეფას პოზიცია

მკითხველის კომენტარები / 31 /
ჩვენც ეგეთი რომ გაგვიკეთონ იქ ხომ ვიქნებით ღირსები.მაგრებივართ რაა
ბდბდჰ
26 ივლისი 2023 21:14
33
დადექი ცალ ფეხზე.
აბა ჰე
26 ივლისი 2023 22:00
2
Დინამომ სიგუა გაყიდა,მანამდე სხვები.ეხლა კალანდაძეს გაყიდის,მექვაბას,მოისწრაფას... მსაჯები და ფედერაცია დაეხმარათ ტრანსფერში???????
თქვენ-გინდა წორპედოს,გინდა ბათუმს თუ ვინმე გაგიყიდიათ თქვენი გაზრდილი ჩვენწელთაღრიცხვიდან დღემდე? Ვის ედრებით საერთოდ?
ბათუმს ქათქათას
26 ივლისი 2023 20:10
22
Ბოლობოლო გაიშიფრე ბადრი?გრიშამ ,,მოგიკითხა"
G.LA -ს
26 ივლისი 2023 20:02
3
მამაშენი ვარ ვერ მიცანი?
ბათუმს ქათქათას
26 ივლისი 2023 20:00
5
ან უეფაა ჩარეული, ან ავიაკომპანია შეცვალეს (უფრო - მეორე), ტორპედო ჩაერია არა იხვის ტოლმა… ჩარევა შეუძლია იმას, ვისი კომპეტნციაც არის ეს თემა.
ბადრი ჯაფარიძე
26 ივლისი 2023 19:32
3
აქტობეს თუ უნდა თამაშის მეორე დღეს ჩამოფრინდნენ. რა პრობლემაა?
G.LA
26 ივლისი 2023 19:06
1
ხოშტარია დეკანოიძე სად ხართ/? ესიგი რა გამოდის როცა მოგვინდებ რუსეთს ისე ვექცევით როგორც სანქცირებულს და როცა მოგვინდება სანქცირებულს ხელს ვუწყობთ? პირველი რეისიდან 2 თვე გავიდა და არ ქონია არავის მიზეზი სანქცირებული ბორტის მითების გამო დავესანქცირეთ მიზეზი რო ქონოდათ არავინ დაგვინდობდა
ნოდო
26 ივლისი 2023 18:39
9
აი დაუფარავი მოღალატე იცანით ესეთებს დეპორტი უნდა ჩაგირტყან. იმ ბანძ ჩრდილოელებს კარგათ ულაკავთ. მსაჯებს აქ რომ ეხმარებიან ორივე დინამოს ეს სახალხოდ ცნობილია ნუ ერთს საერთოდ დაუფარავად მაგრამ ევროტურნირებზე არ აძლევენ პირადი მსაჯებით გავიდნენ მოედანზე და მიტომ დაიქნიეს ერთი ალბანელებმა და მეორე მიყვარულმა კუნძულელებმა.
ბათუმს ქათქათას
26 ივლისი 2023 17:48
14
ნიანგბო რომელი ქვეყნიდანაა,ალბათ ბევრი ნიანგები იცის
Levani
26 ივლისი 2023 17:02
2
ნუ ვუერთდებით დასავლეთის გამო რაღაც სანქციებს
დასავლეთში ფერადი ფაშიზმია
26 ივლისი 2023 16:55
22
მერე ჩემთვის თქვენ ქართველები ფერადები ხართ ანუ არ ხართ თეთრი რასა და რა არ მოგწონს ვერ გავიგე ხა..იკ ?
rusi
26 ივლისი 2023 19:30
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული