"აქტობეს" ქართული სასაზღვრო მხარე საქართველოს ტერიტორიაზე დაჯდომის უფლებას არ აძლევს - უცნობია უეფას პოზიცია

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, ყაზახური "აქტობე" ქუთაისში "ტორპედოსთან" მატჩისთვის რამდენიმე საათის წინ უნდა გამოფრენილიყო, თუმცა ქართული სასაზღვრო მხარე არ აძლევს თანხმობას ყაზახურ კლუბს, საქართველოში დაჯდეს.

როგორც Geo Team-ს ქუთაისის "ტორპედოში" განუმარტეს, ქართულ სასაზღვრო მხარეს პრობლემა აქვს იმ ავიაკომპანიასთან, რომლითაც ყაზახურმა "აქტობემ" ჩარტერული ფრენა საქართველოში უნდა განახორციელოს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უეფა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

დღეს ქუთაისში ლუკა გადრანის გუნდის მატჩისწინა ვარჯიში უნდა გაიმართოს.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ბოლო-ბოლო ხომ მშვიდიბით ჩამოფრინდნენ?
გია პაპა
18:22 27-07-2023
0
ის ავიაკლომპანია კი არის სანქცირებული და ჩვენები სწორად კი იქცევიან რომ არ უშვებენ მაგრამ უეფა-ფიფა ისეთი ნა..... არიან ისევ ჩვენ გაგვამტყუნებენ @@@
zura222
16:18 26-07-2023
3

სიახლეები პოპულარული