ირის ანტმანი ქალთა ლიგის კლუბების მწვრთნელებს შეხვდა

AutoSharing Option
14 სექტემბერს, სასტუმრო "მოხალისეში" ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და ქალთა უმაღლესი ლიგისა და ლიგა 2-ის მწვრთნელების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მთავარი მიზანი, მწვრთნელებს შორის გამოცდილების გაზიარება და საერთო ხედვის ჩამოყალიბება იყო. შეხვედრის მიმდინარეობისას ირის ანტმანმა კლუბების მწვრთნელებს საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარების საკუთარი ხედვა გაუზიარა და აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარება ამ მიმართულების განვითარებისთვის, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც იგეგმება და რეგულარულ სახეს მიიღებს.

შეხვედრასთან დაკავშირებით, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მტავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა ისაუბრა:

„ჩემთვის
ყველაზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეროვნული ნაკრების, არამედ მთლიანად ქალთა ფეხბურთის განვითარება საქართველოში. ამისთვის აუცილებელია ცოდნის გაზიარება. მნიშვნელოვანია შეხვედრების მოწყობა და ერთმანეთთან ურთიერთობა. აქამდე მსგავსი შეხვედრები მხოლოდ მოედანზე ხდებოდა. გუნდებს მსგავსი პრობლემები გააჩნიათ, და ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ მათი მოგვარება.

ეროვნული გუნდები და ეროვნული ჩემპიონატი ერთ მთლიანობას წარმოადგენენ. აქ მნიშვნელოვანია შემდეგი მიმართულებების განვითარება: ფიზიკური მომზადება, მენტალიტეტი, მიდგომა და მედიცინა, ისევე როგორც ტექნიკური ასპექტი. თუკი ყველა გუნდი ერთად იმოქმედებს, მოთამაშეები ნაკრებს უკეთეს ფორმაში შეუერთდებიან და უკეთესი ფეხბურთელებიც გახდებიან, ჩემპიონატის დონე კი ამაღლდება.“

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტა ყველა მწვრთნელი ესე უდგებოდეს საქმეს
გიორგი
16 სექტემბერი 2023 16:44
0

სიახლეები პოპულარული