საქართველოს ქალთა ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე თურქეთთან 0:3 დამარცხდა.
მატჩი სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა და მათივე გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის კაპიტანმა ჩემინავამ თავის მიერვე მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 სექტემბერს სტუმრად ლუქსემბურგთან ჩაატარებს.
თბილისი. „მიხეილ მესხი 2“
საქართველო - თურქეთი 0:3
გოლები: 0:1 ჯინი (3), 0:2 სადიკოღლუ (41), 0:3 ურაზი (71)
გამოუყენებელი პენალტი: ჩემინავა (54)
საქართველო: გაბელაია, კალანდაძე, ქველიძე, ტატუაშვილი, გასვიანი, ბაქრაძე (ბუხრიკიძე 86), ამბალია, ჩემინავა, დანელია, პასიკაშვილი, ჭყონია