საქართველოს ქალთა ნაკრები თურქეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე თურქეთთან 0:3 დამარცხდა.

მატჩი სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა და მათივე გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის კაპიტანმა ჩემინავამ თავის მიერვე მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 სექტემბერს სტუმრად ლუქსემბურგთან ჩაატარებს.

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“
საქართველო - თურქეთი 0:3
გოლები: 0:1 ჯინი (3), 0:2 სადიკოღლუ (41), 0:3 ურაზი (71)
გამოუყენებელი პენალტი: ჩემინავა (54)

საქართველო: გაბელაია, კალანდაძე, ქველიძე, ტატუაშვილი, გასვიანი, ბაქრაძე (ბუხრიკიძე 86), ამბალია, ჩემინავა, დანელია, პასიკაშვილი, ჭყონია

მკითხველის კომენტარები / 2 /
კიდევ ძალიან ბევრ მატჩს წავაგებთ,მაგრამ ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ.ეს გზა გასავლელი გვაქვს!ქართული ქალთა ფეხბურთი უკვე დაიბადა და ახლა,ფეხის ადგმას ცდილობს.არავის დაუწყია პირდაპირ სირბილი,ჯერ ფეხზე უნდა დადგეს და ამ დროს,უამრავჯერ დაეცემი.მერე ამაზე გვეცინება,მაგრამ მაშინ არც ბავშვს აქვს სიცილის განწყობა და არც მის პატრონს.გაივლის დრო,ბავშვი მყარად დგება ფეხზე და მერე,უკვე ფრენასაც იწყებს.გაიხსენეთ,რა შედეგები ჰქონდა ჩვენს მორაგბეთა ნაკრებს,სულ თავიდან და სად ვართ ახლა.(ჩვენი ბიჭები დღეს თამაშობენ და ბონუსით გამარჯვებას ვუსურვებ!).მთავარია გზიდან არ გადავუხვიოთ.გამარჯვებები კი,მოვა.აუცილებლად მოვა!
სოსო
23 სექტემბერი 2023 13:53
0
კარგია 0-14 აღარ ვაგებთ
Kvekeskiri
22 სექტემბერი 2023 20:46
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული