თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები უპირატესობას დაეუფლენ და გაბელაიას კარი ხარიხამ იხსნა. ამის შემდეგ ირის ანტმანის შეგირდები გააქტიურდნენ, თუმცა მათმა ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღო და თამაში უგოლოდ დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა ბოლო ორი შეხვედრა ფრედ დაასრულა, C ლიგის მეორე ჯგუფში 2 ქულით მესამე ადგილზეა და 31 ოქტომბერს ლიეტუვას უმასპინძლებს.
ვილნიუსი. „LFF სტადიონასი“
ლიეტუვა - საქართველო 0:0
საქართველო: გაბელაია, ქადაგიშვილი, ტატუაშვილი, კალანდაძე, პასიკაშვილი, დანელია, ჩემინავა, გასვიანი, ბაქრაძე (ჭიჭინაძე 90+7), ჭყონია (მატვეევა 74), ბუხრიკიძე (ბებია 64)