ნაკრები
ვილი სანიოლის გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი შესარჩევი ეტაპიდან აღარ აქვს, დარჩენილი 2 მატჩი კი მარტისთვის მოსამზადებლად უნდა გამოიყენოს, როცა კონტინენტის პირველობაზე გასვლა "ერთა ლიგიდან" ბოძებული პლეი-ოფიდან შეგვიძლია. ამავდროულად, ესპანეთის ნაკრებთან სექტემბერში განცდილი კატასტროფის (1:7) ერთგვარი რეაბილიტაცია გვჭირდება. შოტლანდიელები თბილისში არაერთხელ გაგვიმწარებია და დიდ ფორუმებს მიღმა დაგვიტოვებია, ამჯერად კი ამას ვერ შევძლებთ, მათ ფინალური ტურნირი
16.11. 21:00 სთ - საქართველო - შოტლანდია;
19.11. 23:45 სთ - ესპანეთი - საქართველო.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს 4 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და 16 ნოემბერს (თბილისის დროით 16 საათზე) ჩრდ. მაკედონიას ესტუმრება. ამით რამაზ სვანაძის გუნდი 2023 წელს დაასრულებს. ჯგუფს 12 ქულით ნიდერლანდელები ლიდერობენ.
ეროვნული ლიგა
"ნაპოლი"
საიდუმლო არავისთვისაა, რომ "ნაპოლის" თამაშებს განსაკუთრებით ველით და სანაკრებო პაუზის მიუხედავად, ნოემბერი ამ მხრივაც დატვირთულია. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ჩემპიონატში 4 ნოემბერს (18:00 სთ) "სალერნიტანას" ეწვევა, 12-ში "ემპოლის" (15:30) უმასპინძლებს, 25 ნოემბერს (21:00 სთ) კი "ატალანტას" ესტუმრება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ ჯერ საშინაო მატჩია - 8 ნოემბერს "უნიონთან", 30 ნოემბერს კი სტუმრობა მადრიდის "რეალთან".ყურადღებით დავაკვირდებით, ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაუტაძეს დროს რამდენად მისცემს - "აიაქსი" გავარდნის პირასაა. "ვალენსიაში" გიორგი მამარდაშვილის ასეთივე დამაჯერებელი თამაშის იმედი გვაქვს. ქართველ ფეხბურთელებს ყველგან საინტერესო და დაძაბული მატჩები ელით - იტალიის სერია "ა"-სა და "ბ"-ში, ინგლისის ჩემპიონშიპსა თუ საფრანგეთის ლიგა 2-ში...
https://youtu.be/97akFQRkcC0?si=X9tTaEfkfl0Gqe5e