იტალიურ გრანდში შეიძლება კიდევ ერთი ქართველი ვიხილოთ - ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს

AutoSharing Option
Geo Team-ის ცნობით, ქუთაისის "ტორპედოს" ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე სეზონის ბოლოს იმერულ კლუბს დატოვებს და დიდი ალბათობით, კარიერას იტალიის ჩემპიონატში გააგრძელებს:

"ტრანსფერში 2 დაწინაურებული გუნდი "მილანი" და "იუვენტუსია". 19 წლის ცენტრალური მცველის დამატების სურვილს "უდინეზე" და "ვერონაც" გამოხატავენ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, "მილანი" მზადაა ქართველი მცველი დაიმატოს და იჯარით სხვა იტალიურ კლუბში გაუშვას. "იუვენტუსი" მინიმუმ 2024 წლის ზაფხულამდე ამ იჯარის წინააღმდეგია.

შევიტყვე, რომ საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე ლევან მჭედლიძე მუშაობს. შეთანხმების დახურვის სავარაუდო პერიოდი 10 დეკემბრამდეა".

მკითხველის კომენტარები / 12 /
მოკლედ, იტალია მომართულია ჩვენი საფეხბურთო ბაზრისკენ. მადლობთ, ხვიჩა.
გიორგი
15:40 01-12-2023
2
ბიჭი ჯერ არ გადასულა და აქაური ხელმოცარულები უკვე თარსავენ. ))) წარმატებები საბა! მოინდომე, ივარჯიშე და ყველაფერი კარგად იქნება.
მამუკა
15:36 01-12-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული