"თელავმა" არგენტინის ნაკრების ყოფილი მცველი დაიმატა

AutoSharing Option
"თელავმა" არგენტინის ნაკრების ყოფილი მცველი ჯინო პერუცი დაიმატა. 

31 წლის ფეხბურთელი ბოლოს "ალიანცა ლიმას" ღირსებას იცავდა,  სხვადასხვა დროს კი "სან ლონენცოს", "ბოკა ხუნიორსის", "ნასიონალის", "ველეს სარსფილდისა" და "კატანიას" ღირსებას იცავდა.

პერუცის არგენტინის ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული.

გარდა ამისა, კახურმა კლუბმა 10 ახალი ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა: ალეკო ანანიძე - დაიბადა: 17.05.2004; ამპლუა: მცელი; კლუბი: "შუქურა 2" და "შუქურა" (ქობულეთი); ნაკრები: საქართველო (U18)

მუხრან ბაგრატიონი - დაიბადა 13.02.2004; ამპლუა: მცველი; კლუბი: "დინამო თბილისის აკადემია" და "დინამო" (ბათუმი); ნაკრები: საქართველო (U17, U18, U19 და U21),

დავით გოგოტიშვილი - დაიბადა: 24.01.2003; ამპლუა: მცველი; კლუბი: "დინამო თბილისის აკადემია" და "დინამო 2" (თბილისი); ნაკრები:
საქართველო (U17 და U19)

სტეფან ბუკორაცი - დაიბადა:15.02.1991; ამპლუა: მცველი; კლუბი: "დონჯი სრემი" (სერბეთი), "დინამო" (თბილისი), "მეტალაცი" (სერბეთი), "პარალიმნი" (კვიპროსი), "მლადოსტი" (მონტენეგრო), "პროლეტერი" (სერბეთი), "ტორპედო ჟოდინო" (ბელარუსი), "კასპიი აქტაუ" (ყაზახეთი) და "შახტიორი ყარაგანდა" (ყაზახეთი)

ლადო ოდიშვილი - დაიბადა: 28.05.2003; ამპლუა: მცველი; კლუბი: "ლოკომოტივი 2" (თბილისი) და "ილანკა რჟეპინი" (პოლონეთი); ნაკრები: საქართველო (U19)

რუბენ ოლივეირა - დაიბადა: 14.12.1994; ამპლუა: ნახევარმცველი; კლუბი: "სანჟოანენსე" (პორტუგალია), სპორტინგი (პორტუგალია), "ფეირენსე"
(პორტუგალია), "რიუ ავე" (პორტუგალია), "გიმარაეში" (პორტუგალია), "დეპორტივო ავეში" (პორტუგალია) და "სანტა კლარა" (პორტუგალია); ნაკრები: პორტუგალია (U20)

ფილიპ ლესნიაკი - დაიბადა: 14.05.1996; ამპლუა: ნახევარმცველი; კლუბი: "კოშიცე" (სლოვაკეთი), "ტოტენჰემ ჰოთსპურსი" (ინგლისი), "სლოვანი ლიბერეცი" (ჩეხეთი), "ოლბორგი" (დანია), "სილკებორგი" (დანია) და "ვისლა პლოცკი" (პოლონეთი); ნაკრები: სლოვაკეთი (U15, U16, U17, U19 და U21)

გიორგი ხაბულიანი - დაიბადა: 25.05.2004; ამპლუა: თავდამსხმელი; კლუბი: "მერანი" (თბილისი), "თელავი", "ადანა დემირსფორი" (თურქეთი) და "ლევანტე" (ესპანეთი); ნაკრები: საქართელო (U18 და U19)

თორნიკე ახვლედიანი - დაიბადა: 24.07.1999; ამპლუა: თავდამსხმელი; კლუბი: "გაგრა" ლეგანესი (ესპანეთი), "ზესტაფონი", "დინამო" (თბილისი), "ტორპედო" (ქუთაისი) და "სამტრედია"

მაქსიმ მაიროვიჩი - დაიბადა: 06.02.1996; ამპლუა: თავდასხმელი; კლუბი: "აკადი ჩერტანოვო" (რუსეთი), "ყუბანი კრასნოდარი" (რუსეთი), "აფიცკი აფცკი" (რუსეთი), "ჩერტანოვო" (რუსეთი), "კამაზი ნაბერეჟნიე ჩელნი" (რუსეთი), "ნოა" (სომხეთი), "აკრონი ტოლიატი" (რუსეთი), "ურარტუ" (სომხეთი) და "ჩელიაბინსკი" (რუსეთი); ნაკრები: რუსეთი (U15, U17, U18, U19 და U21) 

შეგახსენებთ, "თელავი" ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩს 1-ელ მარტს, ფოთის "კოლხეთის" წინააღმდეგ გამართავს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 17 /
ნანახი მაქვს ამ პერუცის თამაში,სან ლორენცოს 2,5+ მქონდა დადებული და მაგრა დამევასა იმიტომ რომ ფლანგის მცველი იყო და მაგრა უტევდა(ჩემს ბილეთს ვგულშემატკივრობდი)
მერე ბოკაში კატანიაში და ნაკრებში უთამაშია და ასე რატო ჩამოქვეითდა,თუ ჩვენ ავიწიეთ?
Levani
15 თებერვალი 2024 15:45
1
მეთქი საიდან თელავს ამდენი ფული. მერე გამახსენდა, რომ სომხებმა იყიდეს გუნდი.
კოლა
15 თებერვალი 2024 17:09
1
ჩემპიონები თუ არა მეორე ადგილას დაიკავებენ ამ შემადგენლობით! ბათუმი და თბილისი შევსებას არ აპირებენ და ჩემპიონატს ან ტორპედო ან თელავი მოიგებს!
მწვრთნელი
15 თებერვალი 2024 16:28
0
ძალიან კარგი ტრანსფერებია მალადეც თელავი. წარმატებები საბურთალოს მერე:)
kesha
15 თებერვალი 2024 15:35
0
მე პირადად მუხრან ბაგრატიონს ვგულშემატკივრობ. საკაიფოდ ჟღერს.
ვანჩოპე
15 თებერვალი 2024 18:01
1
Imedia gvar-saxelis shesabamisad itamashebs.
:-)
15 თებერვალი 2024 20:32
0
ჩემი თელავი:-) :-)
თქვენი დიდი გულშემატკივარი ვარ،Წარმატებები.
მოცლილი
15 თებერვალი 2024 15:29
0
აი სელექცია! 11-ვე ჯობია იმ ალბანელს ბათუმმა რომ დაიმატა გუშინ...
Givi
15 თებერვალი 2024 15:23
0
ბათუმის დინამო ისწავლე როგორ კეთდება ტრანსფერები. გორის დილას იქით რო ვერ იყურები და თუ იყურები ან ფინეთის მეოთხე ლიგიდან მოგყავს ფეხბურთელი ან თურქეთის მესამე ლიგიდან.
თელავი
15 თებერვალი 2024 19:53
2
12is gashveba da 11s moyvana kargi ggonia????(motamasheebs vgulisxmob)
L.J .
15 თებერვალი 2024 20:08
2
დინამო თბილისმა ტაჯიკეთის ნაკრების ფეხბურთელი:D ბათუმის და თბილისის დინამო ფეხბურთელს ვერ იმატებს არ უნდათ საქართველოს ჩემპიონატში თამაშიო.

ტორპედოს მოუხდებოდა ეს კაცი.
ნიკა
15 თებერვალი 2024 15:23
3
Რას ამბობ ძმაო ბათუმის პატენტი გორის დილა რო ტრანსფერებს აკეთებს მსგავს ტრანსფერებს ვინ აკეთებს? Ჯერ ხო მთელი გორის დილა ბათუმში წაიყვანა და ეხლა ფინეთის მე-4 ლიგიდან ხოკეისტი დაიმატეს...
Ისე თელაველებო ყურადღებით იყავით ბათუმის გორის დილასთან თამაში როცა გექნებათ-მსხლის ფორმის ტანიანი ბერიძე და დვალიშვილი ახლო არ მიუშვათ თქვენ ლეგიონერებთან! Განსაკუთრებით იმის მერე იყავით ყურადღებით რაც ევრო ტურნირებზე გაფარჩაკდებიან.
Ბათუმს ქათქათას
15 თებერვალი 2024 21:37
2

სიახლეები პოპულარული