"მისი ხელფასი იმდენად დაბალია, გეტყვით და გაგეცინებათ..." - კალაძემ სანიოლზე ისაუბრა

AutoSharing Option
თბილისის მერმა კახა კალაძემ "იმედის კვირასთან" ინტერვიუში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელზე ვილი სანიოლზე ისაუბრა. "მილანის" ყოფილ მცველს ვალუტა არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ სანიოლის ხელფასი თვეში 20 000-ს შეადგენს.

"რას ვაფასებ ამ ადამიანში ყველაზე მეტად? მისთვის თანხა, ფინანსები მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა, პირიქით... რომ გითხრათ, რა ხელფასს იღებს ეროვნულ ნაკრებში, შესაძლოა, გაგეცინოთ. მისი ხელფასი 20 000-ია. დიდი შანსია, ვერ გვენახა ქართველი მწვრთნელი, რომელიც ამ თანხის სანაცვლოდ ნაკრების გაწვრთნას დათანხმდებოდა", - განაცხადა კალაძემ ფრანგ სპეციალისტზე საუბრისას.

შეგახსენებთ, ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს სათავეში
2021 წლის თებერვალში ჩაუდგა. ფრანგი სპეციალისტი სხვადასხვა დროს საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებს, "ბორდოსა" და მიუნხენის "ბაიერნს" (მწვრთნელის თანაშემწის რანგში) წვრთნიდა.

altყველაფერი სანიოლზე - ოცნება პოლიციელობაზე, გაძევება ბოლო წუთზე, ზიდანთან შერიგება მეუღლის თხოვნით და ტიტულები...

მკითხველის კომენტარები / 50 /
ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტს ხელი მოაწერა 2009 წლის 11 ნოემბერს. ანაღზაურება განესაზღვრა 2 500 000 ლარით წელიწადში (მაშინდელი კურსით ევროზე 2.47 = 1 012 145), თვეში ეს გამოდიოდა დაახლოებით 84 345 ევრო.

მსყიდველობითი უნარის სტანდარტული დათვლის გათვალისწინებით 2024 წლისთვის ქეცბაიას წლიური ხელფასი უტოლდება 1 762 126 ევროს, ეს თვეში უდრის დაახლოებით 146 843 ევროს.

ანაზღაურებაში არ შედიოდა მგზავრობის, გადაადგილების, სასტუმროში ცხოვრების, სპორტული ამუნიციის ხარჯები. მისი თხოვნით კონტრაქტის პირობებში შეტანილ იქნა, რომ მას არ ჰქონდა საქართველოში ცხოვრების ვალდებულება. ის ვალდებულებას იღებდა, რომ კონტრაქტის მიმდინარეობისას თავის თავზე იღებდა ასისტენტების მოძებნას და შესაბამისი ანაზღაურების გადახდას. რამდენადაც ცნობილია ორი ასისტენტი ჰყავდა, რომლებიც იცვლებოდნენ, რამდენს უხდიდა ხელფასს თითოეულს არაა ცნობილი.

ახლანდელი კონტრაქტით ქეცბაია კვიპროსის ნაკრების გაწვრთნის სანაცვლოდ იღებს 200 000 ევროს წლიურად, ცხოვრობს კვიპროსში, რეგულარულად ესწრება ჩემპიონატის მატჩებს, ყველა თამაშის შემდეგ პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვებს. ხშირად აქვს ასევე გეგმიური პრესკონფერენციები.

სხვა დეტალების მოძიებაც შესაძლებელია მაგრამ მემგონი საკმარისია.
სიმენონი
02 აპრილი 2024 19:22
0
ეს საიტი უკვე გახდა ცენზურისტი)) უბრალო ნააზრევი/ანალიზი თუ არ მოსწონთ გბლოკავენ და ამ დროს სტატიებს წერენ თავისუფალ სიტყვაზე და ა.შ.
თაზო
02 აპრილი 2024 16:54
0
მე ადრეც ვთქვი და გავიმეორებ[ [გეხსომებათ]: ვიდრე ტოტალიზატორების კოეფიციენტებში [მოგება,წაგება, ფრე] განსხჰავება არ შეიზღუდება 0,2-მდე მანამდე ნაღდი ფეხბურთი არ იქნე ბა. ფეხბურთელში რომ ორას მილიონ ევროს !!!! გადაიხდი და ის ორი მეტრიდან ბურთს კარს ააცილებს იქ საკამათო აღარაფერია. Я ТАК ДУМАЮ.....
ფიგუ
02 აპრილი 2024 10:15
5
კარგი აზრია .გმადლობ გამოხმაურებისთის.[ათი წლით გაყიდვის უფლების გარეშე].

ფიგუ.
ALONZO_ს
02 აპრილი 2024 09:52
0
თუნდაც 20 000 ლარი ქონდეს ხელფასი... რატომ უნდა იყოს ასეთი მაღალი ხელფასები ფეხბურთში? ამ დროეს მეცნიერებაში არ იხარჯება მაგის მეასედი, რომ მეცნიერბემა შეძლონთ თუნდაც სიმსივნის საწინააღმდეგო წამალის გამოგონება.........
JUBA
02 აპრილი 2024 08:52
8
იმიტო ფეხბურთი თავის თავს უხდის მაგ ფულს ხოარ გგონია სახემწიფოს ბიუჯეტი იხდიის?!
beqa
02 აპრილი 2024 10:25
1
ამათ უყურე რა კლავიატურის ლიომები!!!!! კალაძემ ფეხბურთზე არ უნდა აკეთოს კომენტარი და ვირთხებმა და მამუნებმა ნაკრების სიები გვიდგინონ?? ავოიეეეეე :))))))))))))))) წადით ტოლი ნახეთ კოჭი გააგორეთ!!!!!!!!!!!
Pepelu
02 აპრილი 2024 08:01
10
კალას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და არ დამესიოთ ახლა პოლიტიკისგან შორს ვარ ... როგორც დედაქალაქის მერი მშვენიერია ბევრი კარგი რამ გააკეთა ასე ჩანს რაიონიდან ყოველშემთხვევაში ... ახლა მთავარი სათქმელი კახი აღარ გააკეთო კომენტარი ფეხბურთზე გთხოოოოვ !!! აი არასდროს სწორ კომენტარს არ აკეთებს ფეხბურთზე რა გავაკეთო პროსტა ... ჯერ ერთი ხელფასზე ვინმემ დაუსვა კითხვაა ?? თუ შექება გინდა შეაქე რაა ... ან ვილი რო მოვიდა დამე ჰქონდა გაკეთებული ? 20 000 ევროც (ევროზე იქნება საუბარი რათქმაუნდა) კაი ფული იყო როგორც დამწყები მწვრთნელი შედეგებით აქ არ მოსულა და ახლა გაუზარდეთ ძმაო რამდენიც გინდა , იმისა არ იყოს რაოდენობა რომ გაზარდეს გუნდების წელიწადში 5 - 6 გუნდი იშლებოდა უფულობით და 16 მდე გაზარდეს და კალაძე უჭერდა მხაარს ვუყურებდი და მიკვირდა პროსტა რანაირად ? არადა მაშინ ვფიქრობდი 6 ან 8 გუნდიანი რომ ყოფილიყო ავტობუსის ფული არ ჰქონდათ გუნდებს ... მოკლეთ როგორი ძლიერიც იყო როგორც ფეხბურთელი იმის ნახევარი არ ესმის ამ სპორტში ყოველშემთხვევაში საქართველოს ფეხბურთში ...
bejo
02 აპრილი 2024 01:01
15
20 000 ევროზე მეტი ტორპედოს ზოგიერთ ფეხბურთელს აქვს. რა არის 20 000 ევრო ფეხბურთში,კაპიკები.გინდა დამწყები იყავი და გინდა დაუწყებელი, რომელი ნაკრების მწვრთნელიც არ უნდა იყო,ესეთი მინიმალური ხელფასი არავის არ ექნება. სადღაც წავიკითხე,ვიღაც "ექსპერტი" ქალბატონი წერდა, რა საჭიროა ფეხბურთი ბიუჯეტიდან მილიონებით ფინანსდებოდესო, ამათ მილიონი დღევანდელ ფეხბურთში დიდი თანხა ჰგონიათ და თან შედეგებიც უნდათ, ყაზახეთის და აზერბაიჯანის ჩემპიონატის 2-3 გუნდს ჯამში უფრო დიდი ბიუჯეტი აქვს ვიდრე ქართულ ფეხბურთს.ამის ფონზე კიდევ უფრო დიდი გმირები არიან ჩვენი ბიჭები.
საქართველო
02 აპრილი 2024 05:48
3
და კალაძემ რატომ იცის რამდენი აქვს ხელფასი სანიოლს ?

თავად უთხრა სანიოლმა გააჟღერეო? თუ მისმა საძმომ ფედერაციიდან სუფრაზე მოუყვა ?

აკეთე რა შენი საქმე. თუ ფეხბურთში გინდოდა ყოფნა რას იქაჩებოდი რაც არიყო შენი საქმე იქეთ.
Lm
02 აპრილი 2024 00:14
18
არვიცი ეს საიტი თუ გამომაქვეყნებიბინებს ლინკს ამიტომ ისე დავწერ და ცალკე კომენტარში დავწერ ლინკს.

ზოგი ტყუილებს წერს და ხელოვნურად ამცირებს გაუგებარი მიზეზებით ქეცბაიას ხელფასს, რომელიც რეალურად მისი შვილების ჯიბიდან მიდიოდა.

ქეცბაიას ქონდა 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ხელფასი წელიწადში. ანუ თვეში 210 000 ლარი. ეს 15 წლის უკან ხდებოდა, როცა მყიდველობითი უნარი ვალუტის იყო ხუთჯერ მაღალი ვიდრე დღეს.
თან კონტრაქტში ჩაწერა, რომ საქართველოში ცხოვრების ვალდებულებას არ იღებდა და პირნათლად შეასრულა კონტრაქტის მხოლოდ ეს პირობა. თამაშის დასრულებისთანავე მიფრინავდა მშობლიურ კვიპროსში.
აქვე დავამატებ რომ ამჟამად 200 000 ევროდ მუშაობს კვიპროსის ნაკრებში.

საიტის ადმინისტრაციას ვთხოვ შეწყვიტოს კომენტარების ცენზურა და როგორც თანამედროვე პლატფორმებზეა, მომხმარებლებს მოქვცეს კომენტარის შეფასების საშუალება. თუ კომენტარი იქნება სიძულვილის ენის შემცველი, ჩვენ თვითონ მოვნიშნავთ და გარკვეული ოდენობის შემდეგ დაიფარება.
სიმენონი
01 აპრილი 2024 23:39
2
სიმენონს
და რა ქნას ქეცბაიამ? არ ჰყავს მულტიმილიონერი მამა და ქართველი "ესკობარი" სიმამრი,და ამიტომ უნდა დაიჩაგროს?))))
Walter White
02 აპრილი 2024 00:42
9
210 000 ლარი იყო 100 000 ევრო თვეში. ამდენს იღებდა ქეცბაია.. კვიპროსის ნაკრებში ეხლა იღებს 17 000 ევროს თვეში. 83 000 ევროთი ნაკლებს. ესე იყიდება საქართველო.. ეს არის რეალობა
kaxa
02 აპრილი 2024 00:25
0
ყველა გამოხმაურება
კალაძეს მადასთან შედარებით მიზერულია
!!
01 აპრილი 2024 20:47
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული