"როცა იცი, რომ შენ მართალი ხარ, შენი ოჯახი მართალია, შენი ქვეყანა მართალია, უფრო ადვილია, რომ სწორი გზა მონახო" - რა განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ლელა წურწუმიას გადაცემაში "სტუმრად ლელასთან" 26 მარტს, ერთა ლიგის ფინალში, საბერძნეთთან მოპოვებული გამარჯვების შესახებ ისაუბრა.

"ამაყი ვარ, რომ ვარ ქართველი. ის, რაც შევძელით მთლიანად ნაკრებმა და რა სიხარულიც მოვუტანეთ მთელ ქვეყანას, იყო ძალიან დიდი სიხარული და დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში საქართველოს ვიხილავთ გაბრწყინებულს, ბედნიერს, ისეთ ბედნიერს, როგორიც 26 მარტს ვნახეთ და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, იგივე ჩვენ, ფეხბურთელები, ხალხი, ჩვენი ოჯახის წევრები, ყველა შევეცდებით, რომ საქართველო სწორ მხარეს, სიმართლის გზაზე წავიყვანოთ.

როცა
იცი, რომ შენ მართალი ხარ, შენი ოჯახი მართალია, შენი ქვეყანა მართალია, უფრო ადვილია, რომ სწორი გზა მონახო. მაგალითად, როდესაც პენალტის შესასრულებლად მიდიხარ, როცა მართალი ხარ და იცი, რომ ყოველი დღე იმ მოტივაციით გაატარე, რომ უკეთესად დაგერტყა, უკეთესად გემუშავა შენს თავზე, ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება და ამიტომ ვთვლი, რომ სიმართლესთან ახლოს ვიყავი პენალტის შესრულების მომენტში და ამ სიმართლით მინდა, რომ ვიარო მთელი ცხოვრების განმავლობაში, რადგან ფეხბურთელის კარიერა მთავრდება 15 წელიწადში, მაგრამ ქართველობას არასდროს დავკარგავ", - განაცხადა ქოჩორაშვილმა.

altქოჩორაშვილი: მართალი ვიყავი საკუთარ თავთან... ამას არ უნდა ვეცდუნებინე - როცა იმის შანსია, შენი ქვეყანა დაამწუხრო...

altკახა კალაძე: გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი დამსახურებაცაა

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

მკითხველის კომენტარები / 40 /
რა მართალი რის მართალი პატარა ბიჭი?
თუ იცი რაც ნაცებმა აკეთეს და მაინც ეგენი მოგწონს რა სიმართლეზე ლაპარაკობ.
ასე პატარა ბიჭი და ასე არასწორი?
მადლობა პენალისთვის და წერტილი!!!
Lobotka
23 აპრილი 2024 17:46
22
შენ ოჯახს კარგად ვცნობ, მამაშენსაც, ბიძაშენსაც, შენ მაშინ ბავშვი იქნებოდი, ერთ მეგობრულ რჩევას მოგცემ სანამ აქტიურ სპორტში ხარ პოლიტიკურ განცხადებებს ნუ გააკეთებ თუ გინდა რომ ხალხის სიყვარული გქონდეს, ყველას გაგვაჩნია ჩვენი აზრი და არავინ გვაიძულებს სხვისი აზრით ვიაროთ, მაგრამ "ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების", ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და სპორტს მიაწექი, პოლიტიკაში კიდევ ასაკი შეზღუდული არ არის.
მამუკა
23 აპრილი 2024 17:44
17
წრმატებები ქოჩორა! არასდროს მოერიდო იმის თქმას რასაც ფიქრობ და არავის წინაშე ქედი არ მოიხარო. ვისაც გონია, რომ მხოლოდ თვითონ აქვს აზრის ხმამაღლა გამოთქმის უფლება, ეს ხალხი იმად არ ღირს, ყურადრება მიაქციო. შენ ვინც აქ ბოროტად მოგმართავს, ესენი ან ქოცების ხელფასზე მჯდომი ბოტები არიან ანდა ის საცოდავი გაბოროტებული კატეგორია, ვისთვისაც მთელი სამყარო ნაცებად და ქოცებად იყოფა. ამათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ თუ ქოცები და მათ მიერ შემოთრეული რუსული კანონი და ის ბანანის რესპუბლიკის ოფშორების კანონი არ მოგწონს, ნაცი არ ხარ. მაგათთვის ყველ ნაცია - ევროპარლამენტიც, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც, ლელოც, ხელოვნების ხალხიც, სტუდენტებიც და ზოგადად ყველა - გარდა მედვედევებისა, ლავროვებისა, მარგარიტა სიმონიანებისა და მსგავსი მაგ კანონის მხარდამჭერებისა. წარმატებები შენ, ჩვენს ნაკრებს და ჩვენს საქართველოს!
გულშემატკივარი
23 აპრილი 2024 16:43
30
ქოჩორ!!მოიყვანე ქართველი ცოლი,შექმენი ქართული ოჯახი,როგორც კვარამ და ზურიკომ და უფრო მაგარი ქართველი იქნები!!!შენი შვილს ნუ გაზრდი ბრაზილიელათ,როგორც ქართველმა სპორტსმენებმა,რომლებმაც უცხოელი ცოლები მოიყვანეს და მათმა შვილებმა ქართული არ იციან და არ ქართველობენ!!!
ლადო
23 აპრილი 2024 16:27
8
ქოჩორ!!მოიყვანე ქართველი ცოლი,შექმენი ქართული ოჯახი,როგორც კვარამ და ზურიკომ და უფრო მაგარი ქართველი იქნები!!!შენი შვილს ნუ გაზრდი ბრაზილიელათ,როგორც ქართველმა სპორტსმენებმა,რომლებმაც უცხოელი ცოლები მოიყვანეს და მათმა შვილებმა ქართული არ იციან და არ ქართველობენ!!!
ლადო
23 აპრილი 2024 16:25
4
შეგნებულად არ ვაკეთებდი ფეხბურთელების თუ სპორტსმენების გამოთქმულ მოსაზრებაზე ამ კანონთან დაკავშირებით! რაც გვაერთიანებდა ამ ბოლო დროს იყო სპორტი! ძალიან პოლიტიკანობა დაიწყეს, რაც მე ვთლი ცუდია, ერთი შეკითხვა მაქვს ამ სპორცმენებთან, ევროპაში შარვალ ჩაძრობილი გინდათ შესვლა თუ ღირსებით, როგორც ქართველი!
დავიდუსი
23 აპრილი 2024 15:54
20
აი 4 დისლაიკის შემოქმედ საქონელს შარვალჩაძრობილი შესვლა უნდა @@
zura222
23 აპრილი 2024 16:56
14
მე მგონია რომ ამას უნდა დააუჯდნენ მწვრთნელები ან ფსიქოლოგები ან ვისაც ეს ეხება და უთხრან და შეაგნებინონ რომ პოლიტიკანების აყოლა სიკეთეს არ მოუტანს არც ამას და არც მთლიანად ნაკრებს და თუ მაინც ვერ შეიგნებს და გააგრძელებს თავის უაზრო ბოდიალს მაშინ საერთოდ უნდა გარიცხონ ნაკრებიდან ! ღმერთი რჯული ამას იმიტომ არ ვამბობ რომ ნაცია თუ მამანაცოვიჩია (მაგარი სახელი შეარქვა აქ ერთმა) ნაცები სხვა ფეხბურთელებიც არიან მაგრამ არიან თავისთვის ჩუმად და წამდაუწუმ არ აფრქვევენ სისულელეებს ! და რატომ უნდა გარიცხონ ნაკრებიდან ?? იმიტომ რომ დიდი ეჭვი მაქვს რომ კიდევ ბევრჯერ დააბრეხვებს თავის უაზრო სისულელებს და ამით ნაკრებში განხეთქილებას შეიტანს @ გავიხსენოთ ერთი მოჭიდავის ნაც აგიტაციას რეები მოყვა ჭიდაობის წრეში და რა შედეგები მივიღეთ როგორც სპორტული ისე კაცურ-ადამიანური თვალსაზრისით @ ნუუ მადლობა ღმერთს ეს არ კადრულობს იმას (ჯერჯერობით ?) რასაც ის არაკაცი კადრულობდა --თავის "გამარჯვებებს" ქართველი ხალხის და ქრისტიანების დაუძინებელ მტრებს რომ უძღვნიდა იმათ ვინც "მუსლიმ ძმებს" ქართველების და ქრისტიანების დახოცვისკენ მოუწოდებდა @@ პოლიტიკის და უაზრო პერფორმანსების შეტანით ჯერ არავის არ მოუგია პირიქით ვინც შეიტანა იმან წააგო ! ყველაზე ნათელი მაგალითია გერმანიის ნაკრების იდიოტური პერფორმანსები ბოლო მუნდიალზე--პირზე ხელების აფარებები "ქალთა და სექსუალური უმცირესობის უფლებეის დაცვა" და ა.შ. და რაც მოიგეს ვნახეთ ! მარტო ეს კი არა ისიც უნდა გარიცხონ ვინც ქოცურ ან კონსერვატორულ აგიტაციას დაიწყებს იმიტომ რომ სპორტი სპორტია და პოლიტიკა კი პოლიტიკაა პოლიტიკა გაინტერესებს ? შეეშვი მაშინ სპორტს და მიხედე პოლიტიკას ! ან მოითმინე კარიერის დამთავრებამდე და მერე თუ გინდა ნაცების პარტიაში შედი თუ გინდა კონსერვატორების და თუ გინდა ჩრდილო კორეის კომპარტიაში !
zura222
23 აპრილი 2024 15:50
18
მაგ სიმართლით იარა მამაშენმა. შენზე არაფერს ვიტყვი, ჯერ ახალგაზრდა ხარ, კიდევ გაქვს შანსი დაფიქრდე და გამოსწორდე.
ბადრი
23 აპრილი 2024 15:40
17
აუუ ეს უკვე ამოვიდა ყელში რაა @@ ვინ გართმევს ქართველობას შე მართლა ტლუ ? ქართველობას ზუსტად ის შენი (თუ მამაშენის) ძმაკაც-დაქალი ნაცები და ლიბერალები გართმევენ ცოტა გაახილე თვალები ვინ უჭერს მხარს ერთსქესიანთა "ქორწინებას" ლგბტ ავადმყოფებს გადახედე და თქვი--ეს მაგათი მხარდაჭერა ქართველობის შენარჩუნებისთვის ბრძოლაა ???
zura222
23 აპრილი 2024 14:56
17
არ გადაგვაყოლა იმ ერთ პენალტს! მე საერთოდ არ მომწონს როგორც ფეხბურთელი ზოგადად!
ოთარი
23 აპრილი 2024 14:41
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული