მისი თქმით, თავდაპირველად "მამარდა" თერთმეტმეტრიანების მოგერიებაზე არ ვარჯიშობდა, შემდეგ კი ამ კომპონენტზე მუშაობა დაიწყო.
"ნაკრებში რომ ჩამოვდიოდით ხოლმე, "მამარდა" მაშინ უკვე "ვალენსიაში" თამაშობდა, ვარჯიშის მერე 10 წუთი გვეძლევა და პენალტებს ვამუშავებდით, სადაც გიორგი არ რჩებოდა, იძახდა პენალტი რა არისო. მე და "კვარა" სულ ვეუბნებოდით, მეთქი პენალტებია, რა იცი, რაში გამოგადგება, სად დაგჭირდება...
მერე დაიწყო პენალტების აღება, რადგან ამაზე სულ მუშაობდა, გვეუბნებოდა ესპანეთში ბევრს ვვარჯიშობ ამაზეო და ნაკრებში
საბერძნეთთან თერთმეტმეტრიანების სერია რომ დაინიშნა, "მამარდას" ძალიან დიდი იმედი მქონდა. პენალტი რომ შევასრულე და გავიტანე, "მამარდასთან" მივვარდი, იქამდე მოგერიებულიც ჰქონდა და ვუთხარი, ხომ გეუბნებოდი-მეთქი, იმ ემოციებს ვერ აღვწერ, საოცრება იყო...", - განაცხადა დავითაშვილმა.
ბრდღვნიან ბიჭები ყველაფერს - დავითაშვილის გოლი და ორი საგოლე გადაცემა [VIDEO]
1. პენალტი უეჭველი გოლი არ არის.
2. კარგად, ანუ ძლიერად და "ცხრიანში" დარტყმული პენალტი არის თითქმის აუღებელი/მოუგერიებელი (აქ "თითქმის" არის მხოლოდ თეორიული დაშვება).
3. პენალტი არის ფსიქოლოგიური დუელი და ძალიან დიდი წნეხი ორივესთვის, მაგრამ პირველ რიგში მისი დამრტყმელისთვის, განსაკუთრებით კი პენალტების სერიაში.
4. დარტყმის ძალას, სიზუსტესა და სიძლიერეს განაპირობებს დამრტყმელის უნარები და მისი იმ მომენტისათვის ფსიქოლოგიური მდგრადობა.
5. მეკარეს აქვს ორი ძირითადი ოფცია/ვარიანტი: დაელოდოს დარტყმის ტრაექტორიას ან "გამოიცნოს" (ანუ, ეცადოს გამოიცნოს) დარტყმის მიმართულება/კუთხე.
6. მაღალ დონეზე ყოველთვის წინასწარ ხდება დამრტყმელისა და მეკარის მოქმედებების შესწავლა პენალტის დროს, განსაკუთრებით კი "შტატიანი" დამრტყმელის.
7. პენალტის დროს გადამწყვეტი მომენტი არის არა თვითონ დარტყმა, არამედ "გამორბენი" მსაჯის სასტვენის შემდეგ! ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, მოუხედავად მე-5 პუნქტისა. ძირითადად მანდ წყდება პენალტების "ბედი" და ვისაც სურს, მეტი დამაჯერებლობისა თუ თვალსაჩინოებისთვის ნახოს პენალტი მამარდას კარში ოსასუნასთან და მათი მწვრთნელის განმარტება მომხდარზე.
8. ყველა "ტექნიკურად" დარტყმული პენალტის (პანენკა, მოძრაობაზე დაჭერა და ა შ.) მოგერიება არის სავსებით, ანუ პრაქტიკულად შესაძლებელი, მეკარის მიერ სწორი გათვლის პირობებში.
9. არავითარი თეორიული სანტიმეტრები და ასაღებ-აუღებელი ზონები არ არსებობს; ამავდროულად ყველა კარში დარტყმული პენალტის აღება არის რთული ან ძალიან რთული! დაახლოებით ოთხიდან სამი პენალტი არის გოლი!
10. მეკარეს პენალტისას, როგორც ყოველთვის, ევალება ბურთის ტრაექტორიის სწორი გათვლა (დარყმამდე თუ დარტყმის შემდეგ) და სწრაფი რეაქცია, მაგრამ ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა/ზეგავლენა დამრტყმელზე, რასაც თამაშის სხვა ეპიზიდების დროს ნაკლებად ახერხებს.
განვრცობა შეიძლებოდა, მაგრამ ძალიან გვიანია უკვე... :)