"ჩვენთვის მთავარი მეტოქე თურქეთის ნაკრებია, საქართველოზე კი ამის თქმა შემიძლია" - რა განაცხადა რიკარდო კუარეჟმამ?

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა რიკარდო კუარეჟმამ ევრო 2024-ის შესახებ ისაუბრა. როგორც პორტუგალიელმა A Bola-სთან ინტერვიუში განაცხადა, მისი აზრით, F ჯგუფში "სელესაოს" ყველაზე მეტ პრობლემებს თურქეთის ნაკრები შეუქმნის.

"თურქეთი დისციპლინირებული და კარგად ორგანიზებული გუნდია. ვფიქრობ, ყველაზე მეტ პრობლემას თურქები შეგვიქმნიან. ჩეხეთი ტაქტიკურად კარგად განსწავლული ნაკრებია, საქართველოს ნაკრები კი ახალგაზრდა და დინამიური გუნდია. გარანტირებული არაფერი გვექნება, ამიტომ თითოეული მეტოქე უნდა დავაფასოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ", - განაცხადა კუარეჟმამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის
დროით 20:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ის რომ ჩვენგან ყველაზე ნაკლებს მოელიან დადებითად უნდა გამოიყენონ ბიჭებმა ფსიქოლოგიური წნეხი მოხსნილია როგორც ტურნირის დებიუტანტებს პროგრამა მინიმუმი შესრულებული გვაქვს ასეთ დროს უფრო მაგრათ თამაშობენ ჩვენი ბიჭები
ბექა
22:18 14-06-2024
3
მარტო სახელებით ვერ ვიმსჯელებთ. დაიწყება ჩემპიონატი და 1-2 მატჩის შემდეგ ვნახავთ რეალურად ვინ არის ძლიერი!
aburjga
21:21 14-06-2024
1

სიახლეები პოპულარული