ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი "ჯვაროსნების" მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახდა.
Opta-ს მიხედვით, "მამარდამ" ჩეხეთთან მატჩში 11 მოგერიება შეასრულა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპირველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი მოგერიება 2004 წელს, ლატვიის ნაკრების მეკარემ ალექსანდერ კოლინკომ ნიდერლანდებთან დაპირისპირებაში შეასრულა, ლატვიელმა მაშინ 12 სეივი შეასრულა.
ჩვენს ჯგუფში დღეს თურქეთი პორტუგალიას შეხვდება, ბოლო ტური კი 26 ივნისს ჩატარდება: საქართველო პორტუგალიას, ხოლო ჩეხეთი თურქეთს შეხვდება.
-31JUN/screenshot-2024-06-22-191715.png" border="0" alt="alt" title="მსგავსი რამ ბოლოს 20 წლის წინ მოხდა - მამარდაშვილის უნიკალური მიღწევა ევროპის ჩემპიონატზე" style="height: 50px; width: 50px;" />საუკეთესო მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" ჩეხეთთან მატჩში?
19:24 22-06-2024
მსგავსი რამ ბოლოს 20 წლის წინ მოხდა - მამარდაშვილის უნიკალური მიღწევა ევროპის ჩემპიონატზე
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
აუხსნელია სანიოლის მოქმედებები. აშკარად ჩანს, რომ შემადგენლობის დაყენებაში სხვებიც ერევიან. ამის მაგალითია წიტაიშვილის დაყენება ძირითადში. აზაროვის წაუყვანელობა. და რაც ყველაზე უსამართლოა, ბუდუს იგნორირება.
Და რჩევა მიიღე თუ გინდა:სასწრაფოდ მოიშორე ის პრედლაჟენია კაცი და მამის მაგივრად მრჩევლად ვინმე სერიოზული და ფეხბურთში გარკვეული კაცი ნახე ვინმე.