"ტორპედომ სტუმრად "ტირანას" მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „ტორპედომ“ გასვლაზე „ტირანა“ 1:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

სტუმრები დებიუტში იონსენმა დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლები უპირატესობას დაეუფლენ, რამდენიმე მომენტი შექმნეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იყო მეკარე კლიაიჩი. მეორე ტაიმში „ტორპედომ“ თამაში გამოასწორა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბურთი დაიჭირა. ბოლოს ალბანური გუნდი შეტევაზე გადავიდა, დუბლის შესრულება კი იონსენს შეეძლო, რომელსაც კონტრიერიშისას მეკარე სელმანიმ არ გაატანინა და ქუთაისურმა კლუბმა 1:0 გაიმარჯვა.

"ტორპედო" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის "ომონიას" დაუპირისპირდება.

ელბასანი. „ელბასან არენა“
ტირანა - ტორპედო 0:1
გოლი:
იონსენი (2)

ტორპედო: კლიაიჩი, ნადარაია, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, აურო (ბიძინაშვილი 61), მონტეირო, ელიტონი (შერგელაშვილი 72), გიგაური (მანჯგალაძე 86), ნინკოვიჩი, პირესი, იონსენი

altორი განსხვავებული ტაიმი - "ტორპედო" "ტირანასთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
პირველ რიგში მაინც მწვრთნელის ხელწერას გამოვყოფდი გააკეთა თამაში და შეინარჩუნა ,გვახსოვს ტირანას ვერ ცდებოდა ქართული კლუბები სტივ კინმა კი პრაგმატულად გავიდა შემდეგ ეტაპზე .პს არაბიძის წასვლა სასარგებოლც კი აღმოჩნდა გუნდი უფრო შეკრა .
დევი
07:52 19-07-2024
0
ვულოცავ ქუთათურებს,შემდეგ ეტაპზე გასვლაც საქმეა,ჯგუფში შესვლაზე არ გვაქვს პრეტენზია. დიდი ალბათობით,ომონიას ვერ გაცდებიან,თუმცა ბრძოლა ყველგან შეიძლება. ყველაფრის მიუხედავად,წარმატებები და ჯგუფში შესვლა.
იასონას უდარი
06:43 19-07-2024
0

სიახლეები პოპულარული