"დინამოს" სტადიონი ამორტიზებულია" - ირაკლი კობახიძემ დაასახელა მიზეზი, რის გამოც ეროვნული ნაკრების მატჩები ბათუმსა და "მიხეილ მესხზე" გაიმართება

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ვაზიანში ახალი სტადიონის პროექტზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა იმის შესახებაც თქვა, რომ "დინამოს" სტადიონი ამორტიზებულია და სავარაუდოდ, სწორედ ესაა მიზეზი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩები ბათუმში, "აჭარაბეთ არენაზე" და "მიხეილ მესხზე" გაიმართება.

"ახალი სტადიონის პროექტი გვაქვს დაანონსებული. "დინამოს" სტადიონი, ჩვენი ქვეყნის მთავარი სტადიონი, არის ამორტიზებული, მდგრადობის პრობლემები შეიძლება შეიქმნას. აქედან გამომდინარე, გვჭირდება ამ მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მკითხველის კომენტარები / 49 /
არც ერთ შურნალისტს არ გაუჩნდა სურვილი ეკითხა, ახალი სტადიონის აშენების შემთხვევაში რა ბედი ელის დინამოს სტადიონს, ამის გამო გაჩნდა განცდა რომ ეხლანდელი სტადიონის ნაცვლად სხვა ობიექტის აშენებას აპირებენ.არადა ეს სტადიონი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში უნდა იყოს შეტანილი. დარწმუნებული ვარ რომც უნდოდეს ვინმეს ეს ადგილი ვერ გაბედავენ ამ ისტორიული სტადიონის გაუქმებას. აი ესაა ქართული ჟურნალისტიკა, ზედაპირული არაფრის მომცემი.
0
ამ სარეველას ადგილი აინტერესებს ქალაქის ცენტრში ფეხებზე არ კიდია ამორტიზირებულია თუ არა,ან ბიძოს უნდა ეს ადგილი ან ვინმე რუსს ქართული გვარით,სკა სტადიონი,სუკონკა,ავაზა,ნაძალადევის ინტერნატის მოედანი,ძველი 35 ფაფუ აღარ არის მიშა დორბლიანის დროს რომ დაიწყო ვეღარ გაძღნენ ეს ღორისშვილები
ბორია
16:23 31-07-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული