
სახლში თბილისურ გუნდს 2:0 ჰქონდა მოგებული, სტუმრად სასურველ ფრეს მიაღწია და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც თურქულ "ბაშაქშეჰირს" დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, 8 აგვისტოს გაიმართება, საპასუხო კი - 15 აგვისტოს სტამბოლში.
ელბასანი. „ელბასან არენა“
იბერია 1999 - პარტიზანი 0:0
იბერია 1999: მაკარიძე, ჯინჯოლავა, ჯგერენაია, აგიაკვა, კაპანაძე, ქარდავა (დადიანი 90+3), ნონიკაშვილი, კოხრეიძე (ო. მამაგეიშვილი 64), გ. მამაგეიშვილი, ი. ტაბატაძე (მამაცაშვილი 79), სიხარულიძე (სილა 65)
თურქეთის ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებული, შესაბამისად ეგ ბაშაქშეჰირიც არ იქნება კარგ ფორმაში და უშანსოდ არც მაქ იქნება ჩვენი გუნდი.
წარმატებები.