ვახტანგ სალია კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს

AutoSharing Option
"ლელოს" ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა ფეხბურთელი ვახტანგ სალია კარიერას პრემიერლიგის კლუბ "ნიუკასლში" გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, კონტრაქტი ხანგრძლივ თანამშრომლობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მისი ოფიციალურად გაფორმების შემდეგ სალია ერთი სეზონის განმავლობაში ისევ "დინამოში" დარჩება და ამის შემდეგ შეუერთდება "ნიუკასლს".

სალია თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია.

შეგახსენებთ, წარსულში "ნიუკასლის" ღირსებას თემურ ქეცბაია და ზურაბ ხიზანიშვილი იცავდნენ.

alt16 წლის სალიას გოლით - თბილისის "დინამომ" "ტორპედოს" სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 40 /
სალიას და პარკაძის შედარება არასწორი მგონია, რადგან სალია უკვე ერთი წელიწადია პროფესიონალურ დონეზე თამაშობს და შეჩვეულია ამ დონეს,რაც დიდი უპირატესობაა. პარკაძეს,კი პრაქტიკულად არ მოუწია ეროვნულ ლიგაში ყოფნა. ერთი წელიწადიც მცირე დრო მგონია, მაგრამ სულ უთამაშებლობას ჯობია.
Პელიდი
15:05 24-09-2024
0
Და მერე ვინ მოგიშალათ ეგ ინფრასტრუქტურა?ერთი წამით წარმოიდგინე დინამოსაც რო მოეშალა ეგ ინფრასტრუქტურა სად იქნებოდა ქართული ფეხბურთი?
ხოდა სირცხვილი კი არა სიამაყეა ქართული ფეხბურთის და ქვეყნის.გიჭირ აღიარება მაგრამ ეგ თვენი პრობლემაა მხოლოდ
Იბრუხას
12:39 24-09-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული