"პატრიოტი და ღირსეული კაცია!" - გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ აღაფრთოვანა

AutoSharing Option
27 ნოემბერს "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. ამ ფაქტს ვლადიკავკაზის "ალანიაში" მისი ყოფილი მწვრთნელი რუსი ვალერი გაზაევი სიხარულით შეხვდა.

მან ყაველაშვილს ნამდვილი პატრიოტი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება შემთხვევითობა ნამდვილად არ ყოფილა. 

"მიშა თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია და ამიტომ მისი კანდიდატად დასახელება შემთხვევითობა არ ყოფილა. ის "ალანიაში" ჩემთან ერთად იყო და თავი ყოველივე საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინა.

ყაველაშვილი როგორც ადამიანური, ისე პროფესიონალური თვალსაზრისით გამოირჩეოდა და მიწვევა მანჩესტერ "სიტიდან" მიიღო. შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა და მინდა, ამ
პატრიოტ ადამიანს დიდი წარმატება ვუსურვო.

ყოფილი ფეხბურთელები საქართველოში თანამდებობებს იკავებენ? კახა კალაძე, ყაველაშვილი - ეს ის სპორტსმენები არიან, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს სახელს წარმოაჩენენ.

ზოგი ამას იტალიაში აკეთებს, ზოგი ინგლისში და ზოგიც კი ოსეთში. მჯერა, რომ ეს ღირსეული ადამიანები ღირსეულად ასრულებენ თავიანთ სამოქალაქო მოვალეობას", - უთხრა გაზაევმა ადგილობრივ "სპორტ ექსპრესს".
მკითხველის კომენტარები / 51 /
ვინცარუნდა აერჩიათ ყაველაშვილის მაგივრად ოცნებას პრეზიდენტად,ნაცები მაინც მოუძებნიდენ საკრიტიკოს. მათ მოსაწონს ვერაფერს ვერ გააკეთებ. ილია ჭავჭავაძე რომ გააცოცხლო და დააყენო პრეზიდენტად მაინც თავის სააკაშვილის ინატრებენ. მთავარი ღირსება რაც აქვს ყაველაშვილს სამშობლოს სიყვარულია.
Რერო
16:53 28-11-2024
6
გაზაევის და ყაველაშვილის გრუზზია და პატრიოტიზმი: "ზოგი ამას იტალიაში აკეთებს, ზოგი ინგლისში და ზოგიც კი ოსეთში." უაფხაზეთო და უსამაჩაბლოო "პატრიოტი"
"ზოგიც კი ოსეთში"
16:30 28-11-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული