"პატრიოტი და ღირსეული კაცია!" - გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ აღაფრთოვანა

AutoSharing Option
27 ნოემბერს "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. ამ ფაქტს ვლადიკავკაზის "ალანიაში" მისი ყოფილი მწვრთნელი რუსი ვალერი გაზაევი სიხარულით შეხვდა.

მან ყაველაშვილს ნამდვილი პატრიოტი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება შემთხვევითობა ნამდვილად არ ყოფილა. 

"მიშა თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია და ამიტომ მისი კანდიდატად დასახელება შემთხვევითობა არ ყოფილა. ის "ალანიაში" ჩემთან ერთად იყო და თავი ყოველივე საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინა.

ყაველაშვილი როგორც ადამიანური, ისე პროფესიონალური თვალსაზრისით გამოირჩეოდა და მიწვევა მანჩესტერ "სიტიდან" მიიღო. შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა და მინდა, ამ
პატრიოტ ადამიანს დიდი წარმატება ვუსურვო.

ყოფილი ფეხბურთელები საქართველოში თანამდებობებს იკავებენ? კახა კალაძე, ყაველაშვილი - ეს ის სპორტსმენები არიან, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს სახელს წარმოაჩენენ.

ზოგი ამას იტალიაში აკეთებს, ზოგი ინგლისში და ზოგიც კი ოსეთში. მჯერა, რომ ეს ღირსეული ადამიანები ღირსეულად ასრულებენ თავიანთ სამოქალაქო მოვალეობას", - უთხრა გაზაევმა ადგილობრივ "სპორტ ექსპრესს".
მკითხველის კომენტარები / 81 /
ნაცებო და ლიბერალებო გაზაევისგან რა გინდათ თქვე მართლა გადაჯიშებულებო?მაგას რომ უყვარს ქართველები და პატივს სცემს ნეტავი ყველა ოსი რუსი და აფხაზი ეგეთი იყოს გაიხსენეთ ბნელი და ცივი 90-ანები ფეხბურთელებს გსახდელში ცხელი წყალი კი არა ხშირად ცივიც არ ქონდათ გაყინულები დარბოდნენ გაყინულ გაქვავებულ მოედნებზე და გაზაევმა რამდენი ქართველი ფეხბურთელი წაიყვანა ალანიაში და ფაქტიურად გადაურჩინა კარიერა იქ ავარჯიშა ნორმალურ პირობებში და მერე თითქმის ყველანი წავიდნენ ევროპაში და გააგრძელეს კარიერა და ამისთვის ქართველმა ფეხბურთელებმაც გადაუხადეს გაზაევს მადლობა და ჩემპიონები გახადეს ალანია და ერთერთი საუკეთესო იქ მაშინ ყაველაშვილი იყო და რა გასაკვირია რომ გაუხარდებოდა გაზაევს ყაველას პრეზიდენტობა ? ფეხბურთს და სპორტს რომ თავი დავანებოთ რამდენ ქართველს გაუმართა ხელი აზრზე ხართ ? სხვა კუთხეები არ ვიცი და კახეთი მაშინ იმით ცხოვრობდა რომ გლეხებს ღვინო არაყი სპირტი მიჰქონდათ რუსეთში და ამით გადაირჩინეს თავი და ახლობლები ! ვისაც რამე გაუჭირდებოდა იქ იქაურ ქართველებთან მიდიოდნენ დახმარებისთვის და იმათ კი გაზაევთან მიყავდათ მგონი მაგის ძმა თუ ბიძაშვილი იყო მაშინ იქ საბაჟოს უფროსი და საგადასახადოშიც ყავდა ხალხი და და თვითონ ოსეთის პრეზიდენტ გალაზოვთან ქონდა მაგარი ბლატები და არავისთვის უარი არ უთქვამს ყველას დაეხმარა თანაც აბსოლუტურად უფასოდ ! მარტო იმ ფულს ართმევდა რაც იქაური ჩინოვნიკების მოსაქრთამად სჭირდებოდა ჩელებაძის ამბავი მაინც არ გაგიგიათ ? კაცს მაგარი პრობლემები შეექმნა იქ და ბიზნესს ვინ ჩივის ლამის საციხოდ ქონდა საქმე და გაზაევმა რომ გაიგო მოსკოვში იყო მაშინ მწვრთნელად და სასწრაფოდ გადაფრინდა მინვოდში იქედან მანქანით გადავიდა ოსეთში და ყველაფერში დაეხმარა ჩელეს ციხე და კონფისკაცია კი არა ყველაფერი დააბრუნებინა იქაურ საბაჟო და საგადასახადოს ვირთხებს და ჩელე მოგებით გამოუშვა იქედან ! ჩელემ ბევრჯერ ილაპარაკა ამაზე. და ყაველაშვილს რაც შეეხება მაგის ფეხების ნაბან წყლად არ ღირხართ მთელი სანაცეთი და სალიბერასტეთი ! რაც მაგას კავშირები აქვს ოსებთან და რუსებთან აფხაზებთანაც და რომ გამოიყენოს ის კავშირები და დაიწყოს ბოლო ბოლო დაახლოება და ტერიტორიების აღდგენის პროცესში ამაში ცუდი რა არის ? თქვენ არც საქართველო არ გინდათ თუ ხელისუფლებაში და თბილ ადგილებზე არ იქნებით ! შემთხვევით კი არ წამოსცდათ თქვენ შეფებს სააკაშვილი თუ არ იქნება ისეთი საქართველოც არ გვინდაო ! ვითომ ომით აპირებთ ტერიტორიების დაბრუნებას და ღმერთმა არ ქნას ომი რომ დაიწყოს ვინც საქარველოდან გაასწრებთ დანარჩენები სოროებში შეძვრებით და მიწაზე იხოხიალებთ თქვენი"მთავარსარდალი" სააკაშვილივით
კახელი
23:17 28-11-2024
0
ბრიუსელის ავტობუსმა კრასნოდარში აუხვიაოოოოო!
მწვრთნელი
22:46 28-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული