ათენში, საბერძნეთის ასაკობრივი ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, საბერძნეთის ნაკრებმა უპირატესობა მეორე ნახევარში მოიპოვა.
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ მატჩს 13 თებერვალს გამართავს. შეხვედრა კვლავ ათენში შედგება და თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.
nakrebi.ge