დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეორე ნახევარფინალში "გაგრამ" 11-მეტრიანთა სერიაში "საბურთალოს" აჯობა და ფინალში წყალტუბოს "სამგურალს" დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ 32-ე წუთზე "გაგრა" კაცნაკრული დარჩა - მოედნიდან ლუკა ჯაფარიძე გააძევეს. თუმცა გაგრელები არ გატყდნენ, გოლი მაინც არ გაუშვეს და როგორც ძირითადი დრო, ისე დამატებითი ტაიმები გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
პენალტების სერიაში კი მასპინძელთა მხრიდან მხოლოდ გიორგი ვეკუამ ვერ გაიტანა, "საბურთალოს" რიგებში კი მარგველაშვილმა და გაბუნიამ გააცუდეს დარტყმები და ფინალშიც "გაგრა" გავიდა.