"გაგრა" 90 წუთი კაცნაკრული თამაშობდა და საქართველოს თასის ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეორე ნახევარფინალში "გაგრამ" 11-მეტრიანთა სერიაში "საბურთალოს" აჯობა და ფინალში წყალტუბოს "სამგურალს" დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ 32-ე წუთზე "გაგრა" კაცნაკრული დარჩა - მოედნიდან ლუკა ჯაფარიძე გააძევეს. თუმცა გაგრელები არ გატყდნენ, გოლი მაინც არ გაუშვეს და როგორც ძირითადი დრო, ისე დამატებითი ტაიმები გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

პენალტების სერიაში კი მასპინძელთა მხრიდან მხოლოდ გიორგი ვეკუამ ვერ გაიტანა, "საბურთალოს" რიგებში კი მარგველაშვილმა და გაბუნიამ გააცუდეს დარტყმები და ფინალშიც "გაგრა" გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ორივე გუნდს წარმატებას გისურვებთ! დარწმუნებული ვარ კუნძულელებთან ორივე გუნდი თავს გამოიჩენდა...
Guja Kakhadze
09 ნოემბერი 2020 00:49
1
საეჭვოდ სიჩუმეა ნაკრების გარშემო,სავარაუდოდ არ შეკრებილან ჯერ.3 სავარჯიშო დღე დარჩა......
zura
08 ნოემბერი 2020 20:30
1
კარგი იყო
zura-s
08 ნოემბერი 2020 22:47
0
თასის ფინალში ქვედა ლიგის გუნდები გადიან და გააერთიანეთ უმაღლესი ლიგა და პირველი ლიგა,ერთი დონეა და მეორე ლიგა ამოწიეთ პირველ ლიგაში.
zura
08 ნოემბერი 2020 18:50
1
ანუ როგორც ყოველთვის ერთი გუნდით ნაკლები გვეყოლება ევროთასებზე.რა უნდა გააკეთოს ევროთასზე სამგურალმა,ან თუნდაც გაგრამ?გარანტირებული გამოვარდნა და ორივე თამაშის წაგება პირველივე ეტაპზე.ამ სულელური ფორმატით რო ატარებს თასს ფედერაცია ამის ბრალია.და კენჭისყრასაც ისე ატარებენ რო უმაღლესები ერთმანეთს შეხვდნენ,მეორეები ერთმანეთს.ამით ეშველება ქართულ ფეხბურთს ვითომ?
Master
08 ნოემბერი 2020 17:24
9
ჯერ ერთი, ჩემი აზრით ფინალისტებიდან ორივე თუ არა, ერთი მაინც დაწინაურდება უმაღლეს ლიგაში. მეორეც, შარშანდელ ზაფხულამდე ჯერ დიდი დროა და გააძლიერებენ შემადგენლობებს და იმედია თავს სხვა ქართულ გუნდებზე მეტად არ შეირცხვენენ. წარმატებებები ორთავეს
klimenti
08 ნოემბერი 2020 20:35
0
გაგრამაც და სამგურალმაც უნაღლესი ლიგის გუნდები გამოაგდეს!!! მაგრა მჯერა რო გაგრა არარატთან არ წააგებს :)
ბოკინიო
08 ნოემბერი 2020 20:24
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული