Geo Team: გაბრიელ სიგუა კარიერას "ბაზელში" განაგრძობს - ფეხბურთელი ხვალ უკვე შვეიცარიაში იქნება

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" 18 წლის ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა კარიერას "ბაზელში" განაგრძობს.

ამავე წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელი ხვალ შვეიცარიაში გაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.

სიგუა "დინამოს" აღზრდილია და მიმდინარე სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ. მას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მარტში ჰქონდა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი ამხანაგურად მონღოლეთს დაუპირისპირდა.

რაც შეეხება "ბაზელს", კლუბმა გასულ სეზონში შვეიცარიის ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის ჩემპიონატის 2023/24-წლების სეზონი უკვე დაიწყო და "ბაზელი" პირველ ტურში გასვლაზე
გუშინ "სენტ გალენთან" 1:2 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 32 /
ძალიან მაგარი ბიჭია, ბაზელში ამას 1 სეზონსაც არ გააჩერებენ, ვიღაცა გრანდი აიყვანს.
ilar10N YouTube
24 ივლისი 2023 20:23
1
ეს ბიჭი დიდი ტალანტია და ტოპ ლიგებს იმსახურებდა. უ21 შიც დაჩაგრეს და არ მიცეს თამაშის საშუალება.ფიფიაც კარგად მოიქცა რომ გაუშვა,ბაზელიდან 1 წელში გადავა ტოპლიგაში.ტექნიკა, დრიბლინგი,ფიზიკა, ყველაფერი კარგად აქვს,ფაქტიურად,სრულყოფილია და იქ უფრო მოუმატებს.
ზეზვა
24 ივლისი 2023 14:23
1
ზარმაცი თუ ხარ რა ასაკშიც არ უნდა წახვიდე ეგროპაში სათამაშოდ ვერაფერს იზამ. მონდომებული თუ ხარ შრომა უკვალოდ არ ჩაივლის
რაბუ
24 ივლისი 2023 12:05
0
მთავარია ზრდა განაგრძოს, ჩვენი გუნდები რომ ევროტურნირებზე შორს გადიოდნენ ამას არ მოვიწონებდი, მაგრამ რა უნდა გააკეთოს აქ? უფრო დაოსტატდება ევროპაში...
Givi
24 ივლისი 2023 10:49
0
ჯერ ადრე მგონია ამ ბიჭის წასვლა. აქ უნდა განვითარდეს და მერე წავიდეს აქედან ახალგაზდა. ეს კი მგონი დინამოს ძირითადშიც ყოველთვის ვერ ჯდებოდა რა ლიდერობაზეა ლაპარაკი? ბაზელში შეძლებს 18 წლის ბიჭი განვითარდეს და ძირითადისთვის იბრძოლოს, ამაშია საქმე. წარმატებას უსურვებ.
G.LA
24 ივლისი 2023 10:13
0
ალბათ აჯობებდა ჯერ დინამოში ეთქვა თავის სიტყვა.
გადავიდა არა როგორც ძლიერი მოთამაშე არამედ როგორც პერსპექტიული
რავიცი, რავიცი
las
24 ივლისი 2023 09:28
0
გილოცავ სიგუ მაგარი ბიჭი ხარ და წარმატებები
გიო
24 ივლისი 2023 00:28
0
საუკეთოს გადაწყვეტილებაა
მაგრად გამოიყენებს ტრამპლინად
Rati
24 ივლისი 2023 00:26
3
ნეტა იტალიაში გადასულიყო!!!
გიორგი
24 ივლისი 2023 00:08
1
ბაზელი რო გიხარიათ, ვაი თქვენს პატრონს!
Vasili
24 ივლისი 2023 00:06
20
ბაზელიდან დაიწყო სალაჰმაც …..
Moo
24 ივლისი 2023 09:17
0
ეგეთი უტვინო რომ გაგზარდა, ვაი შენ პატრონს!
ვასოს
24 ივლისი 2023 01:15
2

სიახლეები პოპულარული