"მიმიფურთხებია ასეთ მოქცევაზე! ამიტომ არის, რომ ქართულ ფეხბურთს განვითარება არ აქვს" - "გონიოს" დამფუძნებელი სკანდალურ პოსტს ავრცელებს

AutoSharing Option
ეროვნული მე-4 ლიგის ბინადარი "გონიო" საქართველოს თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე ქედის "ბეთლემთან" 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

კლუბის დამფუძნებელი დავით დოლიძე სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს და სფფ-ს პოლიტიკურ ფედერაციას უწოდებს.

მისი თქმით, შეხვედრას გამოუცდელი მსაჯები ემსახურებოდნენ, რომლებიც მიკერძოებული იყვნენ და ამის წყალობით მარცხი იწვნიეს.

"პირველ რიგში, ქედის "ბეთლემს" ვუსურვებ წარმატებას ყიფიანის თასზე. არ მინდა, რამე ცუდი ვთქვა, მაგრამ მიმიფურთხებია ასეთ ცუდ მოქცევაზე.

ეს ფეხბურთი არაა. ეს პოლიტიკური ფეხბურთის ფედერაციაა. ერთი უბრალო, ფეხბურთზე შეყვარებული კაცი ვარ. ასეთი მიდგომით თქვენ კლავთ ქართულ
ფეხბურთს.  არასწორები ხართ. მიმიფურთხებია ქართულ ფეხბურთზე, ამის შემდეგ მუღამიც არა მაქვს, რომ გავაგრძელო ჩემპიონატი.
წინა მატჩი, იგივე კომისარი და დაყვითლებული გონიო.

თასის მატჩი, იგივე კომისარი და გამოუცდელი მსაჯები, შეგნებულად აწეული ოფსაიდები და დახატული ფეხბურთი, მიუხედავად მსაჯებიანა, ვეთამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ, რქებით, მთავრობით და პოლიტიკური ფედერაციით დაგვამარცხეთ.

არა უშავს, უფრო ვძლიერდები თქვენი ასეთი მიდგომით და უფრო ძლიერ გუნდს გავაკეთებ, რომ მსაჯებიანა მოვიგო თამაშები.

მოედანს არ გვაძლევთ. დამთავრდა ჩემპიონატი ევროპის, მაინც არ მოგვეცით, ორი წელია ზღაპრების მოსმენით დავიღალე. აგერ, კიდევ მიზეზი იმის, რომ უნდა მიგვეცა და ნახე, რა დაგვიწერაო. ესეც გამოიყენეთ მიზეზებში, არაა პრობლემა.

ერთი ადამიანი ყველას წინააღმდეგ, ეს ვარ მე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation თქვენი ბრალია ყველაფერი. გთხოვეთ, რომ პრინციპული თამაშია და გამოცდილი მსაჯები გამოგეშვათ.

ვისაც კიდევ ჩემი პირადი ინტერესი აქვს, ყველა იმ ადამიანს მო…ნ ყველა და ყველაფერი. ამიტომ არის, რომ ქართულ ფეხბურთს განვითარება არა აქვს. წერტილი.", - წერს დოლიძე.
მკითხველის კომენტარები / 28 /
ფედერაციამ რატომ უნდა მოგცეს სტადიონი? შენ უნდა მიხედო შენს ბიზნესს. ასეთი აზროვნებით რომ ხართ გუნდის ხელმძღვანელები ზუსტად იმიტომ ვერ ვითარდება ქართული ფეხბურთი. ან შენი პირადი ინტერესი ვის აქვს, ან გონიო რა გუნდია ვინმეს რომ მისი სპეციალურად ჩაძირვა უნდოდეს?! კაი რა კაცურად!
კოტე
25 ივლისი 2023 12:09
2
მგონი არ არის ფეხბურთი შენი საქმე და სხვა რამეს მიხედე. პოლიტიკური კი არა პირდაპირ რუსული ფედერაცია უნდა იძახო. რა რეზონანსი მიეცი, ან გონიო რა კლუბია, ან ბეთლემი, ან ეს მე-4 ლიგა რაღაა როცა უმაღლესის დონეა ლამის სამოყვარულო. თურმე მოედანი არ მისცეს - იქირავე, ინფრასტრუქტურა მოაწყვე და ... ფეხბურთში მხოლოდ პირადი სარგებლისთვის მოდიხართ ყველა და ფეხბურთის სიყვარულს და მითუმეტეს უანგარობას ნუ იბრალებთ - არც არავინ გთხოვთ. ფეხბურთი ბიზნესია და ეს ბიზნესი არ იცით არავინ საქართველოში. და წაგებას თუნდაც შენი აზრით მიკერძოებული მსაჯობის გამო, ღირსეული მიღება და ღირსეული პროტესტი ჭირდება და არა მიმიფურთხებიას ძახილი. ასე ერთი წაგების გამო ვერ გახდებოდი მასეთი დამოკიდებულების და თუ "მისაფურთხებელი" იყო, რატომ შეხვედი მაგ სფეროში? და ნუ მიეცით რა ამხელა რეზონანსი არარსებული ლიგის არარსებული კლუბის წაგებას, თავის მსგავს არარსებულ კლუბთან.
???
25 ივლისი 2023 11:16
3
აბა კლავიატურის *ლომებო*,რამდენს გიგინებია ფედერაცია და მსაჯები დაიდგით გულზე ხელი,ჩახედეთ თქვენს ნამუს სარკეში...რომ დამჯდარხართ აქ და ქილიკობთ ....მსაჯების 0 დონე რომაა საქართველოში ამას რატომ არ აღიარებთ???რომელი ერთი მატჩის მაგალითი გინდათ მოგიყვანოთ??თუნდაც შარშანდელი მატჩი აიგეთ ტყიბულის თუ არ ვცდები.რა გააკეთა მსაჯმა და როგორ იმსაჯა....დანარჩენი თქვენთვის მომინდია
კოლინა
25 ივლისი 2023 10:27
2
წინა სეზონზე ხაშურის ივერიას დამართეს იგივე გლდანთან თამაშში
მიშა
25 ივლისი 2023 09:27
2
აქ რა კომენტარებიც წავიკითხე, დიდი ალბათობით მართალია ეგ კაცი. გაბი კამაევები შემოყარეს და ამ კაცს დასცინიან. მეოთხე ლიგის გუნდი, თორემ ის მეორეა ჩემპიონთა ლიგის მუდმივი ბინადარი :) გაგიკვირდათ ცუდი მსაჯობა, თუ ფედერაციის მიერ ცალკეული გუნდის გაქაჩვა?
ციციკორე
25 ივლისი 2023 02:02
13
ბერიძეც მასე იწყებდა და დაიწყო მერე ყუმარი ნერვებს რას იშლი გამაზო უნდა არიცი?ჯუგელთან გაიარე კონსულტაცია.ისე ამ ჩამოწერილ ფეხბურტელებით რა თასის ფინალი გინდოდა რაპდენობით ბევრი რო აიყვანე ომინხოარაა
batumi
25 ივლისი 2023 01:31
6
როგორი გუნდი დაშალეს არველაძემ და სიჭინავამ ზესტაფონი და ესენი კიდევ იმათ გზას აგრძელებწნ საკუთარი ფით ინახავდა გუნნდს დღესავ მის განეთებულ ბაზაზე ვარჯიშობს ნაკრები და ამხელა რაღაც შექმნა კაცმა და გუნდი მოუხსნეს ჩემპიონატიდან და ერთიმეორეზე უსინდისოები არიან ფულის შოვნაზეარიან გადასულები ძირითადი აქცენტი თბილისურ გუნდებზე მეთდება და სულ იმას იძახიან დინამო დინამო.და კიგახადეს ჩემპიონი და დაგლიჭეს ასტანამ გაჰყარაჩვენ ცეხბურთს არაფერი არ ეშველება სანამ კლუბებს კერძო პირი არიყიდის და სახემწიფო არ შეწყვეტს დაფინანსებასს მანამდე ესეთ ნაგავვში ვიქნებით
გდჰდ
25 ივლისი 2023 01:09
6
საკუთარი ტელევიზია და პარტიაც დაგეარსებინა ჯიგარო, მერე რო რამე იტყოდი თავისუფალ აზრს დევნიანო და წამოვიდოდა დასავლეთიდან აღშფოთება-შეშფოთებების ნოტა ნოტაზე და ეგრევე "დაზადნავდნენ", ახლა აქ ყველა ასე "უსრულებს" ამ მთავრობას
კვარა
24 ივლისი 2023 23:48
5
გიორგი ასანიძე,მაშინ ახლად ოლიმპიური ჩემპიონი,ნაცმოძრაობის დეპუტატად გავიდა,პარლამენტში,მაგრამ პოლიტიკურად არავინ მისწოლია და არც არავის დაუყვედრებია,სპორტსმენს,პარლამენტში რა უნდაო.დღემდე,ნაკრების მწვრთნელია.ბრწყინვალე მწვრთნელია და იმიტომ!როცა ევროპაში მწვრთნელი მსაჯზე რაიმეს ცუდად იტყვის,ცამდე მართალიც რომ იყოს,მაინც კაი მსუყე ჯარიმას და დისკვალიფიკაციას აჰკიდებენ ხოლმე.ამასაც რომ გამოუწერონ?ქუჩური სიტყვებით იგინება,მაგრამ მავანნი,ევროპული მისწრაფებებით რომ იწონებენ თავს,მის დასაცავად,მიტინგებს და მთავრობის ჩამოგდების მცდელობებს გააკეთებენ.მათთვის ხომ ყველაფერი შეიძლება!
სოსო
24 ივლისი 2023 22:59
4
ამას ეტყობა შემდეგ არჩევნებზე კენჭი უნდა უყუროს,სტადიონი ვერ მოგვარების ტიპს და ახლა პოპულისტობს
რა პოლიტიკური?
ან ქვეყნიდან მოხვევა და ლტოლვილად ჩაბარება უნდა და ალიბის უმზადებს მერე რო იქ წარადგინოს
Levani
24 ივლისი 2023 22:56
3

სიახლეები პოპულარული