ანდრეს ინიესტას ჩინეთში უხმობენ

AutoSharing Option
"ბარსელონას" კაპიტანმა ანდრეს ინიესტამ, შესაძლოა, კარიერა ჩინეთის ჩემპიონატში განაგრძოს. 33 წლის ნახევარმცველის დამატების სურვილი "შანხაი შენხუას" გააჩნია.

გუშინ გამართულ "ბარსელონასა" და "ესპანიოლის" შეხვედრას აზიური კლუბის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვუ ხიაჰუი დაესწრო და იგი მოლაპარაკების დაწყებასაც გეგმავს.

ინიესტა "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია და სხვა კლუბის ფორმა არასდროს მოურგია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩინეთის ჩემპიონატში კატალონიელთა კიდევ ერთი ფეხბურთელი, ხავიერ მასკერანო გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული