![](https://sportall.ge/pictures/image5/9f56dcbe1e0c52ec60164448d0a2f329.jpg)
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა "მარსელთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა.
32 წლის მცველი ფრანგული კლუბის ღირსებას კიდევ ერთი წელი დაიცავს.
როლანდო "მარსელში" 2015 წლის შემდეგ თამაშობს. გასულ სეზონში მან ლიგა 1-ში 31 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
მომზადებულია om.net-ის მიხედვით