Sportall.ge-ს გუნდი LIVE-რეჟიმში გაგაცნობთ 25 სექტემბრის სატრანსფერო ჭორებსა და სიახლეებს.
დარჩით სტატიაზე, რომელიც ყოველი სიახლის გახმაურებისთანავე განახლდება.
- მონაკომ 1 წლიანი არენდით გაიფორმა, "ბენფიკას" ნახევარმცველი ფლორენტინო ლუისი.
- ტურინის იუვენტუსის 33 წლის ნახევარმცველი, სამი ხედირა კლუბს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას დატოვებს. ხედირას თავისუფალი აგენტის სტატუსი და სავარაუდოდ
ძალიან ბევრი მსურველი ეყოლება. კლუბი და მოთამაშე კონტრაქტს საბოლოოდ მომავალ კვირაში გაწყვეტენ.
- ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო გვამცნობს, რომ "ევერტონს" არკადიუშ მილიკის შეძენა სურს. მისივე ცნობით, პოლონელის დამატება ყოფილ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის პირადად სურს. მოკლედ, პაპა კარლო ყოფილ შეგირდებს არ ეშვება.
ალექს ტელეში "მანჩესტერში" გაშვებას ითხოვს
- გუშინ მოგახსენეთ, რომ "არსენალი" აქტიურად ინტერესდება ტომაშ პარტეის სამსახურით, თუმცა, როგორც ინსაიდერი ფაბრიციო რომანო საკუთარ "ტვიტერზე" გვამცნობს, "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობა პარტეის თაობაზე არავითარი მოლაპარაკების გამართვას არ გეგმავს. მადრიდული კლუბის ბოსები პირიქით, "არსენალიდან" ლუკას ტორეირას იჯარით აყვანას გეგმავენ.
- "სენტ ეტიენის" ცენტრალური მცველი უესლი ფოფანა შესაძლოა ინგლისში აღმოჩნდეს. 19 წლის ფეხბურთელის შესაძენად "ლესტერი" და "ვესტ ჰემი" იბრძვიან. თუმცა, როგორც ცნობილი ინსაიდერი ნიკოლო სკირა იტყობინება, "ჩაქუჩებმა" ფრანგულ კლუბთან მოლაპარაკებებში საკმაოდ წინ წაიწია.