"ბაიერნს" მარჯვენა ფლანგის გაძლიერება სურს, დასახელდა ვარიანტებიც

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნს" სურს, რომ მაზრავოი ან დენზელ დუმფრისი დაიმატოს.

"რეკორდმაისტერის" მიზანია მარჯვენა ფლანგი საგრძნობლად გააძლიეროს. ამ ინფორმაციას SportBild-იც ადასტურებს.

დუმფრისს "ინტერთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. ამიტომ მისი გამოსასყიდი თანხა ბევრი იქნება. რაც შეეხება 24 წლის მაზრავოის, მაროკოელ ფეხბურთელს "აიაქსთან" მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში გასდის.

სავარაუდოდ, გერმანელები გეზს აფრიკელი ფეხბურთელისკენ აიღებენ.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მარცხენა ფლანგის გაძლიერება არ უნდათ ? ხვიჩა დაიმატონ P
zura222
12:49 10-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული