Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინის "იუვენტუსი" "ჩელსის" ნახევარმცველით, კრისტიან პულიშიჩით დაინტერესდა.
ამერიკელი ლონდონს, სავარაუდოდ, ზაფხულში დატოვებს. მიზეზი მარტივია, "არისტოკრატების" შემადგენლობაში კრისტიანს სათამაშო დრო არ ჰყოფნის.
შეგახსენებთ, პულიშიჩი "ჩელსიმ" 2019 წელს 64 მილიონი ევროს სანაცვლოდ "დორტმუნდიდან" შეიძინა. 23 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში 25 შეხვედრა გამართა, თავი კი 5 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა. ამ მომენტისთვის ნახევარმცველს Transfermarkt-ი 45 მილიონ ევროდ აფასებს.
მომზადებულია championat-ის მიხედვით