სტერლინგით წამყვანი ევროპული გრანდები ინტერესდებიან

AutoSharing Option
რაჰიმ სტერლინგით რამდენიმე ევროპული გუნდი ინტერესდება.

27 წლის ინგლისელის მომავალ კლუბად მადრიდის "რეალს", "ბარსელონას", "ატლეტიკოსა" ან "ჩელსის" განიხილავენ. რაც შეეხება გუნდთან არსებულ კონტრაქტს, ხელშეკრულება მოქმედი 2023 წლამდეა.

Daily Mail-ის ცნობით, ამ ოთხი გუნდის გარდა, სტერლინგის თავს არსებულ სიტუაციას "ბაიერნიც" ყურადღებით აკვირდება.

ჯერ კიდევ უცნობია, გადაწყვეტს თუ არა რაჰიმი "ქალაქელების" დატოვებას. მანჩესტერული გუნდის მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას, ინგლისელის შენარჩუნება სურს.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
რაჰიმ!როცა გაგითავდება კონტრაქტი და თავისუფალი აგენტი გახდები, ბარსაში წამოდი,თავისუფალი აგენტების კოლექციას ვაგროვებ.
ლაპორტა
17:03 31-05-2022
2

სიახლეები პოპულარული