"ლივერპული“ სადიო მანესთან განშორებისთვის ჯერ მზად არ არის, მერსისაიდულმა გუნდმა "ბაიერნის“ პირველი შეთავაზება იუარა

AutoSharing Option
სენეგალის ნაკრებისა და "ლივერპულის" შემტევ სადიო მანეს გუნდის შეცვლა სურს.

აფრიკელმა ფეხბურთელმა "ლივერპულს" თხოვნით მიმართა, რომ მის ტრანსფერს მიუნხენის "ბაიერნში" ხელი არ შეუშალონ.

თუმცა, როგორც ჩანს, მერსისაიდული გრანდი გუნდის ვარსკვლავს ასე მარტივად არ შეელევა.

ბრიტანული ავტორიტეტული გამოცემა Times-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერმა" პირველი ოფიციალური შეთავაზება უკვე გააკეთა, კერძოდ, 21 მილიონს +4 მილიონი ბონუსის სახით, თუმცა ინგლისურმა გუნდმა შეთავაზება დაბლოკა.

"ბაიერნს" 30 წლის შემტევის ყიდვა სასწრაფოდ სჭირდება, რადგან გერმანული გუნდის მთავარი ვარსკვლავი რობერტ ლევანდოვსკი გუნდის დატოვებას ყველანაირი ხერხით ცდილობს.

შეგახსენებთ, სადიო მანემ ამ
სეზონში ყველა ტურნირზე 51 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მივმართავ ჟურნალისტებს. ნუ ამახინჯებთ ქართულ ენას და ნუ გეზარებათ დაწერა "საგოლე გადაცემა" და არა "ასისტი". ჩვენ ენაში ისედაც ბევრია "ბარბარიზმი".
roma bejanidze
15:10 06-06-2022
0

სიახლეები პოპულარული