"ბარსელონას" ნახევარმცველი კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი მზადაა გუნდი დატოვოს.

Sky sports-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელი მზადაა კარიერა პრემიერლიგაში, კერძოდ, "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს. მოთამაშეს ყოფილ დამრიგებელ ერიკ ტენ ჰაგთან მუშაობის იდეა მოსწონს.

გუნდები შეთანხმებასთან ახლოს არიან. ტრანსფერის ღირებულებად 80 მილიონი ევრო სახელდება. ხავის მოთამაშის გაყიდვა არ სურს, თუმცა რთული ფინანსური სიტუაციის გამო კლუბი მზადაა ფრენკი გაუშვას.

25 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში ლა ლიგაში 32 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 3 გატანილი გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბარსა რეალურად გაკოტრებულია,მაგრამ არ აღიარებენ და ძალით აცოცხლებენ.ეს 80 მილიონიც ფაქტიურად არაფერს ნიშნავს,სულ ვალებში წავა.ძალუან ბუნდოვნად ჩანს ამ გუნდის მომავალუ,თუ ვინმე ახალმა შეიხმა არ იყიდა ოსასუნას დონეზე დავა.
Master
15:06 27-06-2022
8
ვინც კარგი მოთამაშეები არიან ბარსა ყველას იცილებს! საით მიექანები ბარსა?
laSa
14:58 27-06-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული