"ევერტონის" შემტევი რიშარლისონი კარიერას ლონდონის "ტოტენჰემში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს.
მოთამაშის სანაცვლოდ "დეზები" 58 მილიონს გადაიხდის და ბონუსის სახით 12 მილიონ ევროს.
რიშარლისონი გასულ სეზონში "კანფეტების" ერთ-ერთი ლიდერი იყო. ბრაზილიელმა პრემიერლიგაში 30 მატჩი ჩაატარა, 10 გოლის გატანა და 5 შედეგიანი გადაცემის გაკეთება შეძლო.