"მანჩესტერ იუნაიტედს" ანდრე ონანას დამატება სურს.
იტალიური წყაროების თანახმად, "წითელი ეშმაკები" მზად არიან დავიდ დე ხეას წასვლის შემთხვევაში "ნერაძურის" ამჟამინდელი მეკარე დაიმატონ.
კლუბი იტალიურ მხარეს 50 მილიონ ევროს სთავაზობს, ფეხბურთელს კი ბონუსებს.
დიდი შანსია ანდრეს "ინტერიდან" წასვლის შემთხვევაში მილანურმა გუნდმა გიორგი მამარდაშვილი დაიმატოს (იმავე იტალიური წყაროების ცნობით).
მომზადებულია Sports-ის მიხედვით