კილიან მბაპეს უარის მიღების შემდეგ "ალ ჰილალი" გაძლიერებას გეგმავს.
შეგახსენებთ, ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ "ალ ჰილალი" დიდ თანხას იხდიდა (დაახლოებით 300 მილიონ ევროს), კილიანს კი წელიწადში 700 მილიონ ევროს სთავაზობდა.
Areanapoli-ს ცნობით, არაბული გუნდი ვიქტორ ოსიმენით დაინტერესდა. ნიგერიელ ფორვარდს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ალ ჰილალი" "პარტენოპეის" მალე დაუკავშირდება.
ვგონებ ცდუნებას ვერ გაუძლებს... და კიდევაც მოუწყობენ ობსტრუქციას გულშემატკივრები!