უფასო ყავა რონალდოსთვის - ნეაპოლში "იუვენტუსის" წაგებით ხარობენ

AutoSharing Option
ნეაპოლელი გულშემატკივრები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "იუვენტუსის" წაგებით.

ნეაპოლში ერთ-ერთმა კაფემ გადაწყვიტა - მადლობა გადაეხადა "რეალის" მთავარი ვარსკვლავისთვის, კრიშტიანო რონალდოსთვის, რომელმაც კარდიფის მატჩი დუბლით დაასრულა. პორტუგალიელს უფასო ყავა გარანტირებული ექნება.

"რონალდო, თუ აქ მოხვალ, შენი ყავა გადახდილი იქნება", - ეწერა ვიტრინაზე.

კიდევ ერთი წარწერა "იუვენტუსის" მისამართითაა: "მათ შეუძლიათ მხოლოდ იტალიაში მოიპარონ. ევროპაში ვერ შეძლებენ".

შეგახსენებთ, რომ სწორედ "ნაპოლიმ" გამოისყიდა ტურინული კლუბიდან ფორვარდი გონსალო იგუაინი. გარდა ამისა, "იუვენტუსმა" გაუსწრო ნეაპოლელებს ხუთი ქულით სერია A-ს წლევანდელ ჩემპიონატში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული