კონტემ, "ატლეტიკოსთან" გამარჯვება დავიმსახურეთო

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდში "ატლეტიკოს" 0:1-დან შემოუტრიალა თამაში, 94-ე წუთზე მიში ბატშუაის გატანილი გოლით დაამარცხა და მისმა დამრიგებელმა ანტონიო კონტემ შეგირდები შეაქო.

იტალიელმა თქვა, რომ მატჩისათვის სათანადოდ მოემზადნენ, კარგად ითამაშეს, ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს, ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილია, რამეთუ სტუმრად ასეთი დონის გუნდთან 0:1-დან თამაშის შემოტრიალება ძნელია, ეს მოახერხეს და დამსახურებული 3 ქულა მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული