![](https://sportall.ge/pictures/image31/bb2a86c13cf31298f13361fd4841e7c0.jpg)
ამ მატჩის წინ "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა თქვა, რომ "ბარსელონაზე" უფრო ფრთხილად ითამაშებდნენ და კატალონიელების შეცდომას არ გაიმეორებდნენ. უკვე მე-10 წუთზე ფირმინოს პასით მანემ ანგარიში გახსნა და "რომა" პრაქტიკულად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ცოტა ხანში ლოვრენმა ბურთი მოიგერია, რომელიც მილნერს მოხვდა და 1:1. თუმცა, მასპინძელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. 26-ე წუთზე ვაინალდუმმა მეორედ დაამწუხრა ალისონი.
"წითლებმა" მიმდინარე ტურნირზე 46 გოლი გაიტანეს და ევროტურნირების რეკორდი დაამყარეს. აქამდე რეკორდი "ბარსას" ეკუთვნოდა, რომელმაც 1999/2000 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 45 გოლი გაიტანა. სალაჰი, ფირმინო, მანეს ტრიომ კი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 29-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და რონალდო-ბენზემა-ბეილის რეკორდი მოხსნა.
შესვენების შემდეგ კარიუსმა ელ შაარავის დარტყმული ბურთი ცუდად მოიგერია, დამატებაზე ყველას ჯეკომ დაასწრო და 2:2. 63-ე წუთზე კი ელ შაარავის დარტყმული ბურთი ალეკსანდერ არნლონდს ხელზე მოხვდა, რაც მსაჯმა ვერ დააფიქსირა.
მერსისაიდელებმა რომაელთა შტურმი მოიგერიეს, იქით შეუტიეს და ფირმინოს ალისონმა არ დაანება მესამე გოლის გატანა. სამაგიეროდ 86-ე წუთზე ყუმბარისებრი დარტყმით ნაინგოლანმა ანგარიში 3:2 გახადა, ხოლო კომპენსირებულ დროში მანვე თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და შეხვედრა 4:2 დასრულდა.
მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ 2:4 წააგო, "ლივერპული" ფინალში გავიდა და 26 მაისს კიევში "რეალს" შეხვდება. თუმცა, ასეთი დაცვით ძალიან გაუჭირდება ბლანკოსთან თამაში.
რომი. "ოლიმპიკო". 61 889 მაყურებელი
რომა - ლივერპული 4:2
გოლები: 0:1 მანე (9), 1:1 მილნერი (15, ავტოგოლი), 1:2 ვაინალდუმი (26), 2:2 ჯეკო (52), 3:2 ნაინგოლანი (86), ნაინგოლანი (90+3, პენ)
რომა: ალისონი, კოლაროვი, მანოლასი, ფასიო, ფლორენცი, დე როსი (გონალონი 69), პელეგრინი (უნდერი 53), ნაინგოლანი, ელ შაარავი (ანტონუჩი 75), შიკი, ჯეკო
ლივერპული: კარიუსი, ვან დეიკი, ლოვრენი, ალეკსანდერ-არნოლდი (კლაინი 90+2), რობერტსონი, მილნერი, ჰენდერსონი, ვაინალდუმი, სალაჰი, ფირმინო (სოლენკე 87), მანე (კლავანი 82)
მატჩის შემდგომი კომენტარები:
▶ ეუსებიო დი ფრანჩესკო: შეცდომებისთვის დავისაჯეთ
▶ იურგენ კლოპი: მერე რა, რომ ფინალში გავედით, ასე თამაში არ შეიძლება
▶ "რომას" დირექტორი: ვიდეოგამეორება რომ გამოეყენებინათ, ფინალში ჩვენ და "ბაიერნი" გავიდოდით
▶ ფედერიკო ფასიო: ორი პენალტი არ მოგვცეს