"ალ ნასრს" ვან დაიკის დამატება სურს

AutoSharing Option
"ალ ნასრი" "ლივერპულის" ცენტრალური მცველის, ვირჯილ ვან დაიკის დამატებით ინტერესდება, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით, თუ ნიდერლანდელი ფეხბურთელი არაბული კლუბის წინადადებას დათანხმდება, იგი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

რა თანხას შესთავაზებს "ალ ნასრი" "ლივერპულსა" და თავად ფეხბურთელს, ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, ვან დაიკს "სქაუზერებთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული