"რომას" დირექტორი: ვიდეოგამეორება რომ გამოეყენებინათ, ფინალში ჩვენ და "ბაიერნი" გავიდოდით

AutoSharing Option
"რომას" სპორტულმა დირექტორმა რამონ როდრიგეს მონჩიმ ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" ნამატჩევს სლოვენიელი მსაჯის დამირ სკომინას შეცდომებზე გაამახვილა ყურადღება:

"პირველ შეხვედრაში თამაშგარედან გაგვიტანეს გოლი, დღეს კი ორი პენალტი არ მოგვცეს. თან, არბიტრს მეტოქე გუნდის ფეხბურთელისთვის წითელი ბარათი უნდა მიეცა.

იტალიურმა ფეხბურთმა ხმა უნდა ამოიღოს. "რეალთან" "იუვენტუსიც" დაზარალდა. ეს შოკი იყო. არ მესმის ვიდეოგამეორებას ევროპის უმნიშვნელოვანეს ტურნირში რატომაც არ იყენებენ. რა თქმა უნდა, შეცდომები იქნება, მაგრამ გაცილებით ნაკლები.

ეს არამარტო ეკონომიკას, არამედ ჩვენს სამუშაოსაც ვნებს. გულშემატკივრებს შეუძლიათ იხუმრონ, რომ ვიდეოგამეორების შემთხვევაში, ფინალში ჩვენ
და "ბაიერნი" შევხვდებოდით".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩემი აზრით, სასწრაფოდ უნდა შემოიღონ ვიდეორეფერი. კატასტროფულად მატულობს მსაჯების შეცდომები და წყალში იყრება ფეხბურთელების მძიმე შრომა. მაგრამ ფეხბურთი უკვე დიდი ხანია გაცდა სპორტის ფარგლებს და ვიდეორეფერის შემოღებაც ძალიან ბევრს არ აწყობს. მსაჯი შეცდა, აღიარებს და ამით დაზარალებულს რამე ეშველება? საქმე იმაშია, რომ არც მსაჯისგან დაზარალებული გუნდი ითხოვს რამეს
0
ამ ჭკუის კოლოფის აზრით რა გამოდის პენალტი მარტო ხელით თამაშზე ინიშნება? თუ იუვეს კარში პენალტი არ იყო ან ბაიერნის მიერ ბენზემას წაქცევისთვის არ დანიშნული პენალტს ვიდეოგამეორება არ აჩვენებდა? ან რომას მცველმა საჯარიმოში ხელი რომ კრა ლივერპულელს ჯარიმა ე.ი.პენალტი არ იყო? ვისაც როგორ აწყობს ისე კერავს
უაზრო ბაზარი
02:27 03-05-2018
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული